x
image
WhiteBlack
მაღალტექნოლოგიური „ლიფი“ კომპანია Microsoft_ის ახალი პროექტი

imageკომპანია Microsoft მხოლოდ ოპერაციულ სისტემებზე და პროგრამებზე არ ფიქრობს, ისინი ქალბატონების ჯანმრთელობის მდგომარეობითაც დაინტერესდნენ. სულ ცოტა ხნის წინ, დაიწყეს მუშაობა პროექტზე „ჭკვიანი ლიფი“, რომელიც საკუთარ მფლობელს საინტერესო ინფორმაციებს მიაწვდის.
მერი ჩერვინსკი, Microsoft _ის ერთ-ერთი კვლევითი ჯგუფის მმართველია, რომლებიც
სტრესის აღმოსაჩენად და მასთან საბრძოლველად ახალ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს იკვლევენ. სწორედ ამ ჯგუფს დაევალა „ჭკვიანი ლიფის“ შექმნა, რომელშიც ჩამონტაჟებული იქნება ელექტრო კარდიოგრამები და მოძრაობის
სენსორები.
image„ეს გამოგონება განკუთვნილია ქალბათონებისთვის, რომლებიც
ნეგატიური ემოციების და სტრესის გამო ბევრ საკვებს ღებულობენ“ - განაცხადა ჩერვინსკიმ ტელეარხ Discovery_ზე
გამოსვლისას. „ამ ლიფის წყალობით ქალბატონები მიიღებენ ზუსტ ინფორმაციას, საკუთარი ემოციური მდგომარეობის შესახებ“. მიღებული მონაცემები რეალურ დროში გადაიგზავნება მობილურ ტელეფონზე და მანდილოსნები დროულად გაიგებენ სტრესის სიმპტომების შესახებ, რომელსაც ხშირად ზედმეტ კალორიებამდე მივყავართ. თუმცა ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ კვლევის ეტაპზეა და ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევთ, სანამ ნივთს გაყიდვაში გამოუშვებენ. თუ პროექტი წარმატებული აღმოჩნდა არ გამორიცხავენ, რომ ანალოგიურ პროდუქტს მამაკაცის ქვედა საცვლებისთვისაც შექმნიან.

1
46
2-ს მოსწონს
ავტორი:WhiteBlack
WhiteBlack
46
  
2014, 29 მარტი, 15:44
:D , მაგათ ოპერაციულ სისტემას მიხედონ ჯობია.
ამათზე აფერისტი კომპანია მსოფლიოში სხვა არაა
0 1 1