x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მე ვფიქრობ რუსეთი ახლო მომავალში ეცდება კონტროლი დაამყაროსს ოდესის ოლქზე.


image


რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციის და შემდგომ კი რუსეთის დუმას მიერ მიღებული და პრეზიდენტ პუტინის მიერ დამტკიცებული კანონმდებლობით მოახდინა უკრაინული ტერიტორიის რუსეთისათვის მიერთება. რუსეთმა ტყვიის გასროლის გარეშე ერთბაშად რამდენიმე "კურდღელი" დაიჭირა.
1-მიიერთა ტერიტორია რომელსაც ისტორიულად რუსეთის ტერიტორიად მიიჩნევდა.
2-შავი ზღვის რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის არენდისათვის მილიონების ნაცვლად უკვე ერთ კაპიკსაც კი არ გადაიხდის.
3-უკრაინის მთელი სამხედრო-საზღვაო ძალები დაიქვემდებარა ექსპროპრიაციის გზით, მათ შორის უკრაინული წყალქვეშა ნავი.
4-ხელში ჩაიგდო ყირიმის "ფიქალის" გაზის მდიდარი საბადოები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ იქნა აღმოჩენილი ნახევარკუნძულზე.
რუსეთისადმი დადებითად განწყობილი დონეცკის, ლუგანსკისა და ხარკოვის ოლქებში მცხოვრებ რუსებს უკვე ურიგებენ რუსეთის მოქალაქის პასპორტებს, რითაც რუსეთი იმზადებს პლაცდარმს იმ ტერიტორიებზე შესაჭრელად, რუსეთის მოქალაქეების დაცვის მომიზეზებით.
ყირიმში ჩატარებულმა რეფერენდუმმა კი მკაფიოდ დაგვანახა, რომ რუსეთის სახით საქმე გვაქვს მოთამაშესთან, რომელიც თამაშის არანაირ წესებს არ სცნობს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ მოლდავეთის დნესტრისპირეთის თვითაღიარებულმა რესპუბლიკამ მოითხოვა რუსეთთან მიერთება, რაზეც ჯერჯერობით რუსეთმა თავი შეიკავა-მიზეზი კი ისედაც ნათელია, რუსეთს არ გააჩნია საერთო საზღვარი ტირასპოლთან.
ამიტომაც ვფიქრობ, როგორც კი "მომწიფდება" საკითხი ახალი ტერიტორიების შემოერთებაზე, რუსეთი შეეცდება კონტროლი დაამყაროს ოდესის ოლქზე, რათა პირდაპირი გასასვლელი მოიპოვოს დნესტრისპირეთთან.
როგორც ვიცით ტირასპოლში რუსული ბაზაა განთავსებული, რომელიც ამარაგებდა და თავადაც ეხმარებოდა დნესტრისპირელ სეპარატისტებს მოლდავეთთან ბრძოლაში.
რუსული სამხედრო ბაზისათვის საჭირო უზრუნველყოფისათვის რუსეთი მოითხოვს დერეფანს, რაზეც ვფიქრობ უკრაინა უარით უპასუხებს, რასაც ოდესის ოლქში აუცილებლად მოჰყვება კონფლიქტის კერის შეჰქმნა.
მოგეხსენებათ, რუსეთმა ადრე განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ნებით თუ ძალით გახსნიდა დერეფანს ცხინვალი-გიუმრის მიმართულებით და ამას რაც მოჰყვება ისედაც ნათელია.
ღმერთმა ჰქნას მე ვცდებოდე, მაგრამ ფაქტი სახეზეა-რუსეთი გეგმაზომიერად მიჰყვება გეგმის ნაწილს, რასაც ყოფილი სოციალისტური რესპუბლიკების ევრაზიულ კავშირში ნებით ან ძალით შეყვანა ჰქვია. მით უმეტეს, რომ სომხეთმა მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციის და მიერთების ფაქტს.

0
81
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0