x
image
worldsport.ge
კოკუ პსვ-ს სეზონის ბოლომდე ვეღარ გაწვრთნის

imageჰოლანდიის პსვ-ს მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ კოკუმ, შესაძლოა, სეზონის დარჩენილი ნაწილი ცოტა ხნის წინ გაკეთებული ოპერაციის მიზეზით გამოტოვოს. მას სიმსივნე მოკვეთეს, რომელიც წელის ქვედა ნაწილში ჰქონდა. დროებით ეინდჰოვენურ გუნდს კოკუს თანაშემწე ერნესტ ფაბერი უხელმძღვანელებს.
“რა თქმა უნდა, მას სასწრაფო და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. უნდა ვივარაუდოთ, რომ სეზონის ბოლოს მის გარეშე ჩავატარებთ, თუმცა უდავოა, რომ კოკუს სწრაფად დაბრუნების იმედი გვაქვს. ფილიპს საუცხოოდ ვიცნობთ. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ მუშაობას რაც შეიძლება მალე შეუდგეს. სეზონის დაწყებამდე მოსამზადებელ პერიოდში მას ნამდვილად ველით” – იუწყება უეფას ოფიციალური ვებგვერდი პსვ-ს ტექნიკური დირექტორის მარსელ ბრენდას სიტყვებს.

ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0