x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რჩევები მამაკაცებს - ქალებისთვის სათქმელი კომპლიმენტების „შპარგალკა“
image როგორც იქნა მოვიდა ნანატრი გაზაფხული და გოგონებს ახლა ყველაზე მეტად ყვავილებისა და კომპლიმენტების მიღება სურთ. ლამაზი სიტყვები, რომლებიც ჩვენს შესაძლებლობებს ოდნავ გადაჭარბებულად ასახავს, მხოლოდ ყურების „დასათაფლად“ კი არა, სულისთვისაც გამოდგება.

კომპლიმენტების ხელოვნება გარკვეულ უნარ-ჩვევენს მოითხოვს: „არამიწიერი სილამაზის ქალღმერთო“, „ციდან რომ ჩამოვარდით, ხომ არ დაშავდით?“ „შენმა მზერამ ადგილზე გამყინა“ და ამგვარი წინადადებები, დამეთანხმეთ, ართუ ისეთი ახალია და ამასთანავე, ზედმეტად პომპეზური და არარეალურია.

იმისათვის, რომ ადამიანს რეალურად ასიამოვნოთ, აუცილებელია მის ღირსებებს გაუსვათ ხაზი. რა თქმა უნდა, კონკრეტიკაც გმართებთ. წინადადება უნდა იყოს ლაკონური და სრულყოფილი.

ამას გარდა, არსებობს წესი, რომელიც 90% შემთხვევაში უპრობლემოდ მოქმედებს - კომპლიმენტის თქმა, უმჯობესია, პირისპირ. ამ შემთხვევაში, გოგონები უფრო დაიჯერებენ თქვენს გულწრფელობას. საჯაროდ ნათქვამი კომპლიმენტის შემთხვევაში, კი შესაძლოა დონჟუანად ჩაგთვალონ. თავად კომპლიმენტის ტექსტი ფილოსოფიურ არგუმენტებს მოკლებული და მარტივად ფორმულირებული უნდა იყოს. თუ ტექსტს დედამიწის განვითარებისა და ევას დაბადების ისტორიით დაიწყებთ, არაბანალურია, თუმცა, „სავალდებულო“ კომპლიმენტად ჟღერს და ეფექტი არ ექნება.


იმისათვის რომ გაიგოთ რამდენად კარგი „მეკომპლიმენტე“ ხართ, წარმოთქმული ფრაზის შემდეგ გოგონას რეაქციას დააკვირდით, თუ მაშინვე გაგიღიმებთ, ესე იგი ყველაფერი კარგად არის.

გთავაზობთ კომპლიმენტების ეგრედ წოდებულ „შპარგალკას“ ანბანის მიხედვით:

- აკურატული, არომატული;

- ბრწყინვალე, ბედნიერი;

- გულახდილი, განსაცვიფრებელი;

- დამაინტრიგებელი, დაუცველი, დახვეწილი;

- ელეგანტური, ელასტიური;

- ვარდო, ვარსკვლავო

- ზღაპრული;

- თამამი, თანამედროვე;

- იმპულსური;

- კრეატიული;

- ლამაზი;

- მოხდენილი, მშვენიერი, მხიარული, მზრუნველი, მიმზიდველი, მოსიყვარულე;

- ნაზი;

- ორატორი, ორგანიზებული;

- პუნქტუალური;

- ჟასმინო;

- რბილი, რომანტიკული;

- სასურველი, საუკეთესო, სანდო;

- ტკბილი, ტემპერატული;

- უჩვეულო, ულამაზესი, უნიკალური;

- ფუმფულა, ფისუნია;

- ქალური;

- ღვთაებრივი;

- ყურადღებიანი;

- შთამბეჭდავი, შემოქმედებითი;

- ჩასაყლაპი;

- ცნობილი;

- ძვირფასი;

- წერწეტა;

- ჭკვიანი;

- ხუმარა, ხრამუნა;

- ჯადოსნურო;

- ჰაეროვანი.

0
1756
3-ს მოსწონს
ავტორი:ლექსო
ლექსო
1756
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0