x
image
worldsport.ge
“მანჩესტერს” ალექსი სურს

image“მანჩესტერ იუნაიტედი” “პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელი მცველის – ალექსის გადაბირებით დაინტერესდა. ამის შესახებ “სკაი იტალია” იუწყება.
31 წლის უკანახაზელის ხილვა “მილანსაც” სურდა, მაგრამ როგორც ირკვევა, იტალიელები მასთან კონტრაქტის გაფორმებას აღარ გეგმავენ. ალექსისთვის ბრძოლაში, ფავორიტი “მანჩესტერია”. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ბრაზილიელი პსჟ-ს სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს.
ალექსს პარიზელებთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. ამგვარად, დიდია ალბათობა იმისა, რომ “წითელმა ეშმაკებმა” ბრაზილიელი ხელში უფასოდ ჩაიგდონ.




ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0