x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
სამწუხაროდ აშშ–ს და ევროპის ქვეყნების მიერ გაცემულმა დაპირებებმა, ვერ დაიცვა უკრაინა აგრესორი რუსეთისაგან.


imageimage

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა საკმაოდ დიდი ქვეყანაა, ასევე საკმაოდ დიდი სამხედრო რესურსებით მან ვერ შეძლო დაეცვა ყირიმის ნახევარკუნძული რუსული ოკუპაციისაგან. მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის (ადგილობრივი უკრაინელები და ყირიმელი თათრები) პროტესტის მიუხედავად რუსეთმა ყველა საერთაშორისო შეთანხმებისა თუ კონვენციის გვერდის ავლით ისე სწრაფად მოახდინა ნახევარკუნძულის ოკუპაცია და სათანადო კანონმდებლობით ამის განმტკიცება, რომ ევროპამ და ამერიკამ მხოლოდ "შეშფოთების" გამოხატვა მოახერხეს. რუსეთს რომ ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციებით ევროპა ვერ "დააშინებდა" ჩემთვის, როგორც რიგითი ადამიანისათვისაც კი ცნობილი იყო, ვინაიდან იგივე ევროპა უფრო მეტადაა რუსეთთან დამოკიდებული ენერგომატარებლების კუთხით, ვიდრე რუსეთი ევროპაზე. სანამ რუსეთს აქვს გაზის და ნავთობის გაყიდვის საშუალება, მისი ეკონომიკური "კოლაფსი" მოსალოდნელი არაა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია–რუსეთი გეგმაზომიერად ახდენს მისთვის "უხერხული" ქვეყნების დანაწევრებას და ამას სრულიად დაუსჯელად ახორციელებს.
ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩატარებული საძიებო სამუშაოების შედეგად აღმოჩნდა, რომ ნახევარკუნძულზე გაზის ძალზე დიდი მარაგია, "ფიქალური" გაზის სახით. ამ გაზის მოპოვებით კი უკრაინა გახდებოდა სრულიად დამოუკიდებელი რუსეთისაგან, გარდა ამისა ამ გაზს უკრაინული გაზსადენით, რომლის მეშვეობითაც აწვდის რუსეთი ევროპას გაზს უკვე უკრაინა მიაწვდიდა ევროპას. რუსეთმა კი ყველას და ყველაფერს დაასწრო, თან ისე რომ პრაქტიკულად ტყვიის გასვრის გარეშე წაართვა უკრაინას ყირიმიც და ნახევარკუნძულზე ბაზირებული სამხედრო–საზღვაო ძალების მთელი სამხედრო ტექნიკა, მათ შორის წყალქვეშა ნავიც კი.
თავის დროზე, სსრკ–ს დაშლის შემდეგ უკრაინას დარჩა ბირთვული ქობინების საკმაოდ დიდი რაოდენობა. აშშ-ს და ევროპის წამყვანი ქვეყნების აქტიური ჩარევის შედეგად უკრინამ უარი თქვა ბირთვულ არსენალზე, რითაც მან დაკარგა თავდაცვის მძლავრი ბერკეტი.
როგორც მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები ამბობენ, სწორედ ბირთვული ომის მუქარით "დააშოშმინა" რუსეთმა ევროპელი და ამერიკელი "შეშფოთებული" პოლიტიკოსები.

5
180
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
180
  
2014, 27 მარტი, 17:43
გმადლობთ
2014, 27 მარტი, 16:41
მომეწონა, კარგი სტატიაა :)
2014, 27 მარტი, 12:56
რომელ მეგობრობაზეა ლაპარაკი მართმადიდებლები პირველ მტრად მიაჩნიათ მაგათ და ჩვენი ფესვების ამოძრიკვაა მაგათი მთავარი მიზანი მაგრამ ბოდიში და არ მოგვჭამონ ფეხები.მთელი ამერიკის მთავრობა არიან მასონების ხროვა და თავის მტრულ დამოკიდებულებას მეგობრობით ნიღბავენ.იგივე ცხვრის ტყავში გახვეული მგლები.სტუდია გრაალის ფილმები ნახე იუთუბზე იქაა ყველაფერი ნათქვამი
2014, 27 მარტი, 12:48
ობამამ საქართველო და უკრაინა, როგორც ნატოს წევრები, ახლო მომავალში არ მოიაზრებაო–ესაა მათი "მეგობრობა".
ამერიკის შეერთებული შტატებისათვის არ არსებობს მეგობარი ქვეყნები, არსებობს ამერიკის სტრატეგიული ინტერესები ამ ქვეყნებში ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსის სიტყვებია.
2014, 27 მარტი, 12:33
მაგათმა მარტო აღშფოთების გამოთქმა იციან კარგად :)) балваны недоразвитые.სულ ცალ ფეხზე არ კიდიათ?ჩვენც გვპირდებოდნენ დახმარებას აგვისტოს ომის დროს... ახვრები
0 1 5