x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
რეფლუქს-ეზოფაგიტი

რეფლუქს-ეზოფაგიტი საყლაპავი მილის ერთ-ერთი

გავრცელებული დაავადებაა.


გამომწვევი მიზეზები და განვითარების მექანიზმი


საყლაპავის ქვედა ნაწილის ფუნქციის დარღვევის შედეგად კუჭის

მჟავე შიგთავსი (უფრო იშვიათად–ნაწლავების შიგთავსი) საყლაპავის

კუჭისკენ მიმართულ ნაწილში გადაადგილდება (რეფლუქსი). საყლა-

პავში ნეიტრალური გარემოა, კუჭის წვენის ზეგავლენით ვითარდება

საყლაპავის ანთება, რასაც, შესაძლებელია, შედეგად მოჰყვეს ეროზი-

ებისა და წყლულების განვითარება.

ფიზიოლოგიურ პირობებში საყლაპავის ქვედა საფინქტერი ხელს უშ-

ლის კუწის წვენის საყლაპავში მოხვედრას. რეფლუქსი ვითარდება სა-

ყლაპავი მილის ქვედა სფინქტერის ტონუსის დაქვეითების შედეგად.

საყლაპავი მილის ქვედა სფინქტერის ტონუსი ქვეითდება კუჭში წვენის

მატების (განპირობებული სიმსუქნით, ფეხმძიმობით, მოჭერილი ბან-

დაჟით და ქამრით) შედეგად, ავადმყოფი ადამიანის მწოლიარე მდგო-

მარეობაში ყოფნისას, თამბაქოს მოხმარების, დიდი რაოდენობით ალ-

კოჰოლის მიღების დროს და სხვა.

რფლუქს-ეზოფაგიტი ხშირია საყლაპავის ხვრელის თიაქრის დროს.

ეზოფაგიტი საყლაპავი მილის ლორწოვანი გარსის ანთებას ეწოდება.

სესაძლოა განვითარდეს გარსის მთლიანობის დარღვევა, ზედაპირულ

წყლულები, სისხლდენა, ასევე ნაწიბურები, რომლებიც საყლაპავის სა-

ნათურის შევიწროებას იწვევს.

სურ1.

კლინიკური სურათი

რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს მთ-

ავარი ჩივილია გულძმარვა, რომელიც

ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყო-

ფნისას ძლიერდება. ჩივილი ყველას არ აღენიშნება.

რეფლუქსი შეიძლება მიმდინარეო-

ბდეს უსიმპტომოდ, ანუ ჩივილების გარეშე, და არ ახლდეს ლორწოვანი გარსის ანთება. ანთების პროცესის არსებობის სემთხვევაში ავადმყოფს

უვითარდება ბოყინი, გამოხატულია ტკივილი, ჩვეულებრივ, მკვრივ

საკვებზე. ეს ნაწიბურის არსებობაზე მიუთითებს.

ზოგჯერ აღინიშნება ტკივილი მკერდის ძვლის უკან. წყლულის მი-

დამოში სისხლდენის შემდეგ შესძლოა განვითარდეს ანემია (სისხლ-

ნაკლებობა). გამოხატული რეფლუქსის დროს შეიძლება გაღიზიანდეს

სასა და პირის ღრუ, რასაც შემდეგ თან ახლავს ლარინგიტი (ხახის ან-

თება) განვითარება, დილაობით ხმის ჩახლეჩა.

შესაძლოა საჭმლის მოხვედრა ფილტვებსა და ბრონქებში, რაც შემდ-

გომი გართულლებების მიზეზი ხდება.

დიაგნოსტიკა

რეფლუქს-ეზოფაგიტის დიაგნოსტიკა დამყარებულია ავადმყოფის გა-

მოკითხვასა და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ გამოკვლევებზე. კე-

თდება რენტგენოლოგიური კვლევა, რომელიც შესაძლოა ინფორმაციუ-

ლი არ იყოს. დიაგნოსტიკის თვალსაზრისით უფრო მგრძნობიარეა სპე-

ციფიკური ტესტი, რომლის დროსაც კუჭში ზონდის საშუალებით მარ-

ილმჟავას ხსნარი შეჰყავთ, შემდეგ კი ახდენენ საყლაპავის PH-ის მონი-

ტორირებას – შემოწმებას. კვლევა 24 საათის განმავლობაში მიმდინა-

რეობს. ამ ხნის განმავლობაში ითვლიან ეპიზოდების რიცხვს და პერი-

ოდების ხანგრძლივობას, რომელთა დროსაც საყლაპავში მჟავე გარემოა

(ფიზიოლოგიურად საყლაპავში ნეიტრალური გარემოა).

რეფლუქს-ეზოფაგიტის დიაგნოსტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება

ენდოსკოპიურ გამოკვლევას. მისი საშუალებით დგინდებაწყლულების,

ნაწიბურების არსებობა.

მკურნალობა და პროფილაქტიკა

რეფლუქს-ეზოფაგიტის სამკურნალოდ გამოიყენება ანტაციდები, H2

ანტაგონისტები (ციმეტიდინი, რანიტიდინი), ომეპრაზოლი, პრეპარატები, რომლებიც აძლიერებენ ქვედა სფინქტერის

ტონუსს-ცერუკალი, რეგლანი, ბეტენეკოლი და სხვა.


თ!

რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს საკვების მიღება რეკომენდირებულია და-

ძინებამდე 3 საათით ადრე. სასურველია ადამიანი იწვეს მაღალ სასთუ-

მალზე. მძიმედ მიმდინარე პათოლოგიის დროს, როდესაც მკურნალობა

არაეფექტურია, მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას.

დაავადების პროფილაქტიკის მიზნით იკრძალება ისეთი პრეპარატე-

ბის მიღება, რომლებიც აქვეითებენ ქვება სფინქტერის ტონუსს, ესენია:

ანტიქოლინერგიული საშუალებები, ბეტა-ადრენერგიული პრეპარატები,

კალციუმის არხების ბლოკერები, ნიტრატები.

მნიშვნელოვანია საკვებად ისეთი ნივთიერებების შეზღუდვა, როგორ-

ებიცაა: ცხიმები, შოკოლადი, კოფეინი. აუცილებელია ალკოჰოლის მი-

ღებისა და თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა.



ს.

ე.

0
2465
3-ს მოსწონს
ავტორი:ჯაბა გრძელიძე
ჯაბა გრძელიძე
2465
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0