x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ უნდა მოექცე ადამიანს რომელიც გწირავს?!

მოგესალმებით ყველას! ძალიან შემაწუხა ამ თემამ და გადავწყვიტე ჩემი პირველი სტატია გამოვაქვეყნო, საქმე ეხება საქართველოში კერძო სამსახურებში უსამართლობას, კონკრეტულად გეტყვით ჩემს მაგალითს.... 8 მაისს გამოვთქვი პროტესტი 9ში მუშაობასთან დაკავშირებით. რაზეც ჩვეულებრივი პასუხი მივიღე დირექტორისგან: "თუ არ გინდა ნუ მოხვალ", მეც პირდაპირ გავიგე ეს ყველაფერი და არ მივედი, დღეს კი დამირეკა და მითხრა რომ სამსახურიდან ვარ განთავისუფლებული....... შემდეგ იცით რა მოხდა? დავურეკე და ვთხოვე ოფიციალური წერილი დაეწერა რისთვის მანთავისუფლებდა, პასუხმაც არ დააყოვნა და მივიღე: " იცი ჩვენ ხელშეკრულება არ გაგვიფორმებია და წერილსაც ვერ მოგცემთ. არც მე დავაყოვნე და შევთავაზე სხვა გზით გადაგვეწყვიტა ეს საკითხი........... აქ დიდი პაუზა იყო....

სულ მალე მირეკავს იურისტი და ადამიანურად მთხოვს იქნება ხელშეკრულებაზე ხელი მოვუწერო :))) იცით რატომ? ჩამიდებს ისეთ პირობებს რის საფუძველზეც შემდეგ სულ თავისუფლად დამიწერენ განთავისუფლების ბრძანებას. რადგან რომ შრომითი კოდექსი გადაბულბულებული მაქვს მეც და იურისტსაც და სრული უფლება მაქვს უქმე დღეს დავისვენო! მე მართლა არ ვაპირებ გაჩერებას! ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას ამათ დესპოტურ საქციელს წერტილი და პირველი თუ არა ბოლო ნამდვილად არ მინდა ვიყო! იმის ადვიკატის 500 ლარს ნამდვილად ვიშოვი რომ ესეთები 1-ით მაინც შემცირდეს! თქვენ როგორ ფიქრობთ როგორ უნდა მოექცე ადამიანს რომელიც გწირავს? რომელსაც არ აინტერესებს რომ შვილი გყავს და ქირა გაქვს გადასახდელი?

1
61
2-ს მოსწონს
ავტორი:Lasha888
Lasha888
61
  
0 1 1