x
image
natia.a
საბჭოთა კავშირის 7 ყველაზე სექსუალური მსახიობი ქალი
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში, როგორც ხშირად ამბობდნენ, "სექსი საერთოდ არ არსებობდა", არსებობდნენ მსახიობი ქალები, რომლებიც მამაკაცების გულსა და ფანტაზას პირველივე გამოჩენისთანავე იპყრობდნენ.


1. ელენა კონდულაინენი (დაბ. 1958 წ.), რომელსაც თაყვანისმცემლები ზოგჯერ "რუს მერლინ დიტრიხად" მოიხსენიებდნენ. მას შემდეგ, რაც ეკრანებზე გამოვიდა ჰუსეინ ერკენოვის სოციალურ-ფსიქოლოგიური დრამა, "100 დღე ბრძანებამდე", ელენა კონდულაინენმა საბჭოთა მსახიობ ქალებს შორის პირველმა მოირგო "სექს-სიმბოლოს" არაოფიციალური "ტიტული".



image
image


2. ტატიანა სამოილოვა, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ფილმში "მიფრინავენ წეროები", 1958 წლის კანის ფესტივალზე ნამდვილ სენსაციად აღიარეს, რასაც მოჰყვა ევროპული საზოგადოების ყურადღება და პიკასოსთან ნაცნობობა.


image

image

3. რომანტიული ანასტასია ვერტინსკაიას პოპულარობა დაიწყო "ალისფერ იალქნებში" შესრულებული როლის შემდეგ, ხოლო პიკს მიაღწია გუტიერეს როლში ფილმიდან "ადამიანი ამფიბია".


image


image


4. დიუდმილა გურჩენკო, საოცრად ვიწრო წელითა და დიდი თვალებით, ნამდვილ ვარსკვლავად იქცა "საკარნავალო ღამის" შემდეგ.


image


5. "კავკასიელი ტყვე ქალის" გამოსვლის შემდეგ საბჭოთა კავშირში ყველაზე პოპულარული გახდა ნატალია ვარლეი. ენერგიული და სიცოცხლით სავსე "комсомолка, спортсменка и просто красавица", რომელმაც ერთნაირად დაიპყრო ყველა ასაკის მამაკაცის გული.


image

image

6. სვეტლანა სვეტლიჩნაიამ, მართალია ბევრ კინოში ითამაშა, მაგრამ პოპულარობა მას "ბრილიანტის ხელში" ნათამაშებმა როლმა მოუტანა. მან შეძლო იუმორით წარმოედგინა თანამედროვე, სექსუალური ქალი.


image

image

7. 1976 წელს ეკრანებზე გამოჩნდა ფილმი "ბოშათა ბანაკი ზეცაში მიდის", რომელშიც სვეტლანა ტომამ გარისკა და შიშველი მკერდი გამოაჩინა, რასაც, ცხადია, მამრობითი სქესის მაყურებლებში ნამდვილი ფურორი და პოპულარობის ზენიტი მოჰყვა.


image


image

3
3753
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
3753
  
2015, 23 ივლისი, 15:40
სვეტოცჰკა კველაზე მაგარია
სვეტლანა ტომაზე იყო,ჭორი რო დამიყარეს....
2014, 1 აპრილი, 1:15
მალენკაია ვერა გამოგრჩა :D
0 1 3