x
image
Guns N Roses
"როგორც გუნდის კაპიტანი, პირველი ვაცხადებ: დავიღალეთ! საკმაოდ დიდი ხანია ჩუმად ვართ. საკმარისია! "

image"როგორც გუნდის კაპიტანი, პირველი ვაცხადებ: დავიღალეთ! საკმაოდ დიდი ხანია ჩუმად ვართ. საკმარისია! ეს საკითხი აუცილებლად უნდა გადაიჭრას. თუ მეტოქე სამართლიანად გაიმარჯვებს, ხელს ჩამოვართმევთ. საჭიროა იცოდე მოგება და წაგებაც, მაგრამ მივაღწიეთ იმას, რომ ვამბობ: გუნდი დაიღალა! ფეხბურთის ფედერაციისთვის სათქმელი არაფერი მაქვს. გადაწყვეტილება სანჩეს არმინომ უნდა მიიღოს. იმედი მაქვს, რომ უნდიანო მალიენკოს სამეფო თასის ფინალის მსაჯად არ დანიშნავენ".
"რონალდუმ თქვა, რომ ვიღაცას ჩვენი გამარჯვება არ სურს? ყველანი ასე ვფიქრობთ. ეს სიტყვები მხოლოდ კრიშტიანუს არ ეკუთვნის. მადრიდის "რეალი" იქ იმყოფება, სადაც უნდა იყოს, თავისი შრომითა და მიღწევებით. გამარჯვების მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებთ. თუ დაბრკოლებებს შეგვიქმნიან, ამ ხალხის წინაშე ვიბრძოლებთ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვიჭერენ მხარს და სპორტის ამ სახეობაში დიდ ძალაუფლებას ფლობენ, რათა ეს პრობლემა გადაჭრან".

0
598
4-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
598
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0