x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134418
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
მარიო 30 წლამდეა

imageბავშვობაში ყველას ხშირად გვითამაშია მარიო, მაგრამ ცოტამ თუ იცის ამ თამაშის
შექმნის ისტორია და საინტერესო ფაქტები. სუპერ მარიო როგორც ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი
თამაში გინესების რეკორდსმენია. თამაში 8 საფეხურისგან შედგება, თავის მხრივს ეს საფეხურები
4–4 ქვესაფეხურს შეიცავენ.

თამაში სიგერუ მიამოტომ Nintendo–ს კომპანიისთვის შეიქმნა.
თუმცა თავდაპირველად არკადაში იგი Donkey Kong გამოჩნდა და მისი მთავარი
გმირი სანტექნიკოსი კი არა დურგალი იყო და Jumpman–ი ერქვა.


მარიოს სახელი Nontendo–ს არენდისგამცემელის,
Mario
Segale–ის საპატივსაცემოდ უწოდეს. სანტექნიკოსს მიამოტომ ქუდი მიუხატა, რადგან
იმ დროისთვის კომპიუტერული პროგრამებით თმის რეალისტურად შექმნა არ შეეძლოთ. იგივე შეიძლება ვთქვათ მის სახესა და ჩასაცმელზეც.
ერთი პერიოდი თამაშს „მარიო მარიოს“ უწოდებდნენ, რაც სავარაუდოდ იმით იყო გამოწვეული,
რომ მარიოსა და მის ძმას ლუიჯის კრებითი სახელით „ძმების მარიოებს“ უძახდნენ. მოგვიანებით
Nintendo–მ ოფიციალურად განაცხადა,
მარიოსა და ლუიჯის გვარი არ გააჩნდათ. ამის მიუხედავად 1993 წელს ფილმს „სუპერ ძმები
მარიოები“ ეწოდა, რომელიც თამაში მიხედვით გადაიღეს. მარიოს სიმბოლო მსოფლიოში ყველაზე
ცნობადაა აღიარებული, ამით იგი მიკი მაუსაც ჯობნის.

0
359
1-ს მოსწონს
ავტორი:მანო
მანო
359
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0