x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
შეთავსებადია თუ არა მეცნიერება და ქრისტიანული რელიგია?







imageჟურნალ Time-ის ფურცლებზე ათეისტმა რიჩარდ დონკინსმა ოქსფორდის უნივერსიტეტიდან და და წამყვანმა გენეტიკმა ფრენსის კოლინზმა განიხილეს საკითხი:შეთავსებადია თუ არა ერთდროულად გჯეროდეს მეცნიერების და ამასთანავე ღმერთის?





დოსკინსი-ავტორი ნაშრომისა "ღმერთი როგორც ილუზია"(The God Delusion) ამტკიცებს რომ ახალი მეცნიერული აღმოჩენების შემდგომ ღმერთისადმი რწმენამ დაკარგა თავის აქტუალობა.


თუმცა ქრისტიანობის მკვლევარ კოლინზს, რომელიც ხელმძღვანელობდა ადამიანის გენეტიკური კოდის კვლევას, რომელშიდაც 2400 სწავლული მონაწილეობდა, ამ საკითხთან დაკავშირებით სულ სხვა აზრი აქვს.მან განაცხადა, რომ რწმენა, მეცნიერება და ღმერთი აბსოლუტურად არ გამორიცხავს ერთმანეთს.

მართალია ბიბლიაში ცალსახადაა გაცხადებული, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო, თან ამასთანავე არაა ნათქვამი როგორ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ღმერთი ინტელექტუალურია და პირადად უკავშირდება თითოეულ ჩვენთაგანს.ღმერთმა დიდი ზეგავლენა მოახდინა ისეთ დიდ მეცნიერებზე, როგორებიც იყვნენ კოპერნიკი, გალილეი, ნიუტონი , პასკალი და ფარადეი.image


როგორც ქრისტიანები, ეს უდიდესი მეცნიერები მოხიბლულები იყვნენ გარემო სამყაროთი და ცდილობდნენ ამოეხსნათ მისი საიდუმლოებები, მათ შორის ღვთის.





თვითმხილველები ჰყვებიან, რომ იესო ქრისტე მუდმივად არღვევდა ბუნების კანონებს.ახალ აღთქმაში ნათქვამია, რომ ქრისტე სანამ ადამიანი გახდებოდა, მანამდე მამა ღმერთთან ერთად ცხოვრობდა ზეცაში.მოციქულები, პავლე და იოანე იესო ქრისტეს, როგორც შემოქმედს ისე მოიხსენიებენ.


როდესაც აპოსტოლი პავლე აცხადებს, რომ ცხოვრება დაიწყო მისი მეშვეობით(იესოზეა ლაპარაკი), ამ განცხადებას არავითარ მეცნიერული ახსნა არ ჰქონდა.მატერიალისტები ამტკიცებენ, რომ მატერიები ყოველთვის არსებობდა ამა თუ იმ ფორმით.

ამ თეორიაზე დაყრდნობით, ათეისტმა კარლ საგანმა ტელევიზიით განაცხადა, რომ "არსებობს მხოლოდ კოსმოსი, რომელიც იყო და იქნება მომავალში და არავითარი ღმერთი".

როგორ შეიძლება კარლ საგანის მატერიალური შეხედულება და რელიგია თავსებადი იყოს?რომელია სიმართლე?ვის დავუჯეროთ?ზუსტად ეს საკითხი აწუხებს 17 წლის ჯეფ სმიტს.image























იგი ქრისტიანი ღრმა მორწმუნეა, ამასთანავე გატაცებულია მეცნიერებით.რა ქნას, როცა ხედავს, რომ მეცნიერება და რელიგია ურთიერთწინააღმდეგობაში მოდის?

და აი სასიამოვნო ინფორმაცია იმისთანა ადამიანებისთვის, როგორებიც ჯეფ სმიტია, რომლებსაც სურთ სჯეროდეთ ერთდროულად ღმერთის და მეცნიერების.

მაშ ასე! რა მტკიცებულობაა ამისთანა, რომ თვით ყველაზე ათეისტურად განწყობილი მეცნიერებიც კი იძულებულები არიან შეიცვალონ შეხედულება? XX საუკუნის დასაწყისში მეცნიერებში არსებობდა მოსაზრება, რომ ჩვენი გალაქტიკას- ირმის ნახტომს უკავია მთელი სამყარო, რომელშიდაც 100 მილიონი ვარსკვლავია გაერთიანებული და არსებობდა მოსაზრება, რომ მატერიალური სამყარო არსებობდა მუდმივად.

თუმცა ასტრონომმა ედუინ ჰაბლმა ამავე მე-20 საუკუნის დასაწყისში ივარაუდა, რომ სამყაროს ჰქონდა "დასაწყისი", ეს როგორც ბიბლიაშია აღწერილი, თუმცა მატერიალისტი მეცნიერები მას ეჭვის თვალით შეხვდნენ.თუმცა მსგავსი ვარაუდები სხვადახვა მეცნიერებისგანაც მოდიოდა, ბოლოს 1992 წელს თანამგზავრი COBE-ს მეშვეობით ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა დაადასტურეს, რომ სამყარო ერთბაშად შეიქმნა, რომელსაც სამეცნიერო ტერმინი "დიდი აფეთქება" უწოდეს.

ამჟამად ბევრი მეცნიერი უკვე ვარაუდობს, რომ სამყაროს შექმნამდე არც მატერია და არც ენერგია არ არსებობდა, ანუ ეს როგორც ბიბლიაშია ნახსენები.ამის გამო ბევრი მეცნიერი სამყაროს შექმნის ადრინდელ თეორიას უკვე ეჭვის თვალით უყურებს.მაგალითად ნობელის პრემიის ლაურეატი ჯორჯ სმიტი აღიარებს:"უეჭველია, რომ არსებობს პარალელი დიდ აფეთქებასთან და ქრისტიანულ იდეასთან -სამყაროს შექნა არაფრისგან".


























4
305
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
305
  
2014, 25 მარტი, 14:20
გეთანხმები
2014, 24 მარტი, 21:10
თუმცა შეიძლება ფანატიკოსო მორწმუნეც იყოს, არც ეგაა გამორიცხული.
2014, 24 მარტი, 21:09
უეჭველი ათეისტია, ვინც დისლაიქი დაწერა...:(
2014, 24 მარტი, 20:57
კარგი იქნებოდა სანამ დისლაოქს მისცემდი კარგად წაგეკითხა..ბოლომდე ...
0 1 4