x
image
WhiteBlack
მათხოვრობით ნაშოვნი მილიონი დოლარი

image საუდის არაბეთში 100 წლის ასაკში გარდაიცვალა ქალბატონი,
რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნე თავს მათხოვრობით ირჩენდა. სიცოცხლეში თითქოს არაფრით გამორჩეული ადამიანი, რომელიც სიკვდილის შემდეგ ნამდვილ სენსაციად იქცა, როგორც გაირკვა ამ ადამიანიმა 50 წლიანი მათხოვრობით მილიონ დოლარზე მეტის შეგროვება მოახერხა, რომელსაც „შავი დღისთვის“ ინახავდა. (100 წლის ასაკში ნეტა რაღა შავ დღეს ელოდებოდა?)
ქალაქ ჯიდას აღმოსავლეთ ნაწილში ალ-ბალადის რაიონში აიშა უკვე ნამდვილ ღირსშესანიშნაობად იყო ქცეული, სახეზე მას თითქმის ყველა მცხოვრები იცნობდა. მაგრამ ცოტამ თუ იცოდა მისი ქონების შესახებ. სხვათაშორის მათხოვრობა შთამოვლობით გადმოეცა, დედამისიც ამ გზით შოულობდა ფულს და შვილიც ამ გზაზე დააყენა. აიშას ქალაქის პრესტიჟულ ნაწილში 4 ბინა ჰქონდა, ასევე ძვირფასეულობის და ოქროს მონეტების კოლექციას აგროვებდა. რაც საერთო ჯამში მილიონ დოლარზე გაცილებით მეტად იქნა შეგფასებული. სიცოცხლის ბოლო დღეებში აიშას მეზობელი უვლიდა, როგორც მან განაცხადა იგ ერთ-ერთი იყო იმ რამოდენიმე ადამიანიდან ვინც რეალურად იცოდა თუ რა ქონების პატრონი იყო მათხოვარი, რამდენჯერმე თხოვა კიდევაც, რომ ამ საქმისთვის თავი დაენებებინა, მაგრამ აიშას თქმით იგი ფულს „შავი დღისთვის“ აგროვებდა. თავის 4 ბინაში უსასყიდლობ აცხოვრებდა, რამდენიმე ოჯახს. თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ეს ქონება სახელმწიფოს გადაეცემა.

0
161
3-ს მოსწონს
ავტორი:WhiteBlack
WhiteBlack
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0