x
image
worldsport.ge
კალუ ზაფხულში “რომაში” გადავა

imageკოტდივუარის ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “ლილის” თავდამსხმელი სალომონ კალუ, მომავალ ზაფხულს კლუბის გამოცვლას აპირებს.
forzaroma-სთან საუბარში 28 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ იტალიურ “რომასთან” კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა.
“ვფიქრობ, ზაფხულში “ლილს” აუცილებლად დავტოვებ. ამ გუნდმა რეგულარულად თამაშის საშუალება მომცა, მაგრამ ცხოვრებაში მუდამ უკეთესისკენ უნდა ისწრაფოდე. იანვარში “არსენალში” განათხოვრების წესით გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ მაშინ გარიგება არ შედგა” - განაცხადა კალუმ.
აღსანიშნავია, რომ რომაული კლუბის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია, თავის დროზე კალუს “ლილში” ავარჯიშებდა და მისი შესაძლებლობები კარგად იცის. მიმდინარე სეზონში კოტდივუარელმა ფრანგული კლუბის შემადგენლობაში ჩატარებულ 30 მატჩში 12 გოლი გაიტანა.



ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0