x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
თეო იანსენის არაჩვეულებრივი კინეტიკური (მოძრავი) სკულპტურები (+გასაოცარი ვიდეო)
თეო იანსენი (Theo Jansen)-კრეატიული ჰოლანდიელი მხატვარი და სკულპტორია. ის ნამდვილად არაჩვეულებრივ და გასაოცარ ნივთებს ქმნის. თეოს ყველა ქმნილებას გაააჩნია იალქნები და ამიტომაც ისინი თავისუფლად გადაადგილდებიან ზღვის სანაპიროზე ქარის დახმარებით. ეს ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი სანახაობაა და მისი ნახვისას თავი რომელიღაც ფანტასტიკურ ფილმში გეგონება.


image


ჯერ კიდევ 90-იან წლებში თეომ დაამუშავა კოპიუტერული პროგრამა, რომლის საშუალებითაც აღწერა გადარჩენისათვის მებრძოლი მრავალი არსების ევოლუციური გზა. ის იმდენად გაიტაცა ამ კვლევებმა, რომ გადაწყვიტა ეს ყველაფერი კომპიუტერის ეკრანიდან რეალურ მატერიაში გადაეტანა.

image


თავისი სკულპტურების ან თავისი არსებების (ასეც შეიძლება ვუწოდოთ) შესაქმნელად თეო იანსენი იყენებს პლასტმასის მილებს, რომლის ერთი მეტრის ფასი სულ რაღაც 10 ცენტია, სკოჩს, პლასტმასის ბოთლებს, ნეილონის ძაფებს. შედეგად მიიღება ძალიან იაფი და მსუბუქი ქმნილებები, რომლებიც უზარმაზარ მწერებს გვაგონებენ.

image

მხატვარი გვარწმუნებს, რომ როდესაც მისი არსებების შექმნის ტექნოლოგია სრულყოფილების მწვერვალს მიაღწევს, ის მათ სიხარულით გაუშვებს, რათა თავისუფლად "ისეირნონ" ჰოლანდიის პლიაჟებზე. იანსენის ოცნებაა შექმნას ისეთი უნიკალური კონსტრუქცია, რომელიც მის წინამორბედზე გაცილებით ეფექტური იქნება. ამიტომ არცერთი კონსტრუქცია არ ჰგავს ერთმანეთს. შეიძლება ვთქვათ, რომ იანსენის ყველა შვილობილს თავისი "გენეტიკური კოდი " აქვს.



ახლა კი ვნახოთ, როგორ მოძრაობენ ეს საოცარი ქმნილებები. აუცილებლად ნახეთ ვიდეო. გარწმუნებთ, ნამდვილად დიდ სიამოვნებას მიიღებთ!

0
98
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0