x
image
ციცი
Mediator image
ყველაზე უჩვეულო წყვილები
სიყვარულს მართლაც რას გაუგებ...

ზოგი წყვილი იმდენად შეუფერებელი და უჩვეულოა, რომ გაოცდებით, მაგრამ მათ სხვისი აზრი არ აღელევებთ, უყვართ ერთმანეთი და თავსაც ბედნიერად გრძნობენ...

ქონდრის კაცი მსახიობი ვერნ ტროიერი, რომელიც ცნობილია ფილმებიდან "მამაკაცები შავებში" და "ჰარი პოტერი", 2004 წელს დაქორწინდა ფოტომოდელზე, რომელიც მასზე 1 მეტრით მაღალი იყო.image

არგენტინელი რეინალდო ვავეკჩე 24 წლის ასაკში დაქორწინდა ქალბატონზე, ადელფა ვოლპესზე, რომელიც მასზე 58 წლით უფროსი იყო.


image

ეს სიყვარულის ისტორია, კი მართლაც რომ ურჩხულის და მზეთუნახავის თანამედროვე ვარიანტია. ულამაზესი გოგონა ცოლად გაჰყვა სერჟანტს ტი ზიგელას, რომელმაც ერაყში მსახურობისას სახე აფეთქების დროს საშინლად დაიზიანა.

image


ქეითი კირტპარტიკი, რომელიც სიმსივნით იყო დაავადებული, იმისათვის რომ მოესწრო ნანატრი ქორწილის გადახდა, ყველანაირად ცდილობდა ცოტათი მაინც გაეხანგრძლივებინა სიცოცხლე და ეს მოახერხა. მის საქმროს ქეითი სკოლის ასაკიდან უყვარდა.

მას შემდეგ რაც ისინი დაქორწინდნენ, ქეითმა 5 დღეღა იცოცხლა.

image

ბიზნესმენ ალბერტ ჰოლმანს ყოველთვის იზიდავდა სავსე ქალები და ცოლად შეირთო ისეთი ქალი, რომელიც მის გემოვნებას აკმაყოფილებდა ზედმეტადაც კი.

image

მსოფლიოში ყველაზე თმიანი ჩინელი მამაკაცი ბედნიერია თავის შეყვარებულთან ერთად, რომელსაც სულაც არ სცხვენია თავის საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობის და ინტერნეტში ფოტოებსაც აქვეყნებს

image
ყველაზე მაღალი ცოლ-ქმარი მსოფლიოში, კალიფორნიის შტატიდან : ცოლი ლორა 190, 7 სმ-ია, ხოლო მეუღლე ყეინა ჰოლკვისატა 209, 4 სმ-ია.

image

0
3493
6-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
3493
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0