x
image
worldsport.ge
“ბაიერნს” დრაქსლერი არ სჭირდება

imageმიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელობა გელზენკირხენის “შალკეს” ნახევარმცველის – იულიან დრაქსლერის შეძენას არ გეგმავს. 20 წლის გერმანელი ბევრი ევროპული გრანდის ყურადღებას იპყრობს, მაგრამ მათ სიაში “ბაიერნი” არაა.
“გარწმუნებთ, ზაფხულში დრაქსლერისთვის ბრძოლას არ დავიწყებთ. ვფიქრობ, ხალხი ჩვენს სატრანსფერო პოლიტიკას ვერ იგებს. “შალკესა” და “გლადბახის” ლიდერების ყიდვა, მათი კლუბების დასუსტების მიზნით, ჩვენს ინტერესებში არ შედის. ახლო წარსულში, რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი ვიყიდეთ, რადგან ზოგიერთი ჩვენი წამყვანი ფეხბურთელი უკვე 30 წელს აცდა. მომავალში, ახალგაზრდებს ნაკლებად ვიყიდით”, - განუცხადა “ბაიერნის” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კარლ ჰაინც-რუმენიგემ გერმანულ მედიას.
აღსანიშნავია, რომ დრაქსლერის შეძენა ინგლისის პრემიერლიგის რამდენიმე კლუბს სურს.

ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0