x
image
WhiteBlack
"რულეტკა" ყველაფერი ან არაფერი

image

ეშლი რეველი (Ashley Revell) ერთ-ერთი ჩვეულებრივი ბრიტანეთის მოქალაქე იყო. ადამიანი რომელიც 2004 წლამდე არც არაფრით გამოირჩეოდა, სხვა რიგითი ბრიტანელებისგან. მისი ყოველდღირი ცხოვრების წესიც სხვების მსგავსი იყო (სამსახური-სახლი).

2004 წელს ეს ადამიანი გაემგზავრა ლას-ვეგასში, იმისათვის რომ მთელი თავისი ქონებითა და დანაზოგით „რულეტკა“_ზე ეთამაშა, სადაც მოგების შანსი 50/50 არის. მისი უძრავ-მოძრავი ქონება საერთო ჯამში 135.300 დოლარად იქნა შეფასებული. კაზინოში მას თან ახლდნენ ნათესავები და გადამღები ჯგუფი ტელეშოუდან „ყველაფერი ან არაფერი“. მაშინ, როდესაც ოჯახის წევრები მას გაოცებული თვალებით უყურებდნენ რეველმა ყველაფერი შავ ფერზე დადო, თუმცა ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შეცვალა და ფსონი წითელზე გადაიტანა, რის შემდეგაც თვალყურს ადევნებდა თუ როგორ ბრუნავდა ბორბალი.
ამ ისტორიას ბედნიერი დასასრული აქვს - ეშლი რეველმა ფერი გამოიცნო და საკუთარი ქონება გააორმაგა (270.600)! ალბათ დაგაინტერესებთ თუ რაში დახარჯა მოგებული თანხა.მან ხურდა (600 დოლარი) „კრუპიე“_ს დაუტოვა და უკან ინგლისში გაემგზავრა, სადაც საკუთარი ინტერნეტ პოკერის ვებ-გვერდი გახსნა.


აქვე შეგიძლიათ იხილოთ ამ დღის ამსახველი ვიდეო მასალა.



პ.ს ისე საინტერესოა თქვენ თუ გარისკავდით ასეთი ფსონის გაკეთებას?

0
135
1-ს მოსწონს
ავტორი:WhiteBlack
WhiteBlack
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0