x
image
worldsport.ge
სქოულზი შესაძლოა, “მანჩესტერში” დაბრუნდეს

image“წითელი ეშმაკების” ლეგენდარული ნახევარმცველი პოლ სქოულზი, “მანჩესტერ იუნაიტედში” შესაძლოა, ერთ-ერთი მწვრთნელის რანგში დაბრუნდეს.
Goal-ის ცნობით, სქოულზი დევიდ მოიესის სამწვრთნელო შტაბში სავარაუდოდ ზაფხულში გამოჩნდება. გავრცელებული ინფორმაციით, ექს-ფეხბურთელი აღნიშნულ თემაზე უკვე ესაუბრა კლუბის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორ დევიდ გილს და მანჩესტერელთა ყოფილ მთავარ მწვრთნელ სერ ალექს ფერგიუსონს.
აღსანიშნავია, რომ პოლს მწვრთნელობას ჯერ კიდევ შარშან, მოთამაშის კარიერის დასრულებისთანავე სთავაზობდნენ, მაგრამ მაშინ 39 წლის სქოულზმა დასვენება და დროის ოჯახთან ერთად გატარება გადაწყვიტა.

ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0