x
image
worldsport.ge
იკერ კასილასი: “ატლეტიკო” არ უნდა დაგვავიწყდეს”

imageმადრიდის “რეალი” კარის დარაჯი იკერ კასილასი, დღეს ღამით “ბარსელონასთან”გასამართი ელ-კლასიკოს წინ მიიჩნევს, რომ ესპანეთის ჩემპიონობისთვის სამი გუნდი იბრძვის და მადრიდის “ატლეტიკოს” შანსების უგულვებელყოფა არ შეიძლება.
32 წლის მეკარემ, რომელმაც ბოლო დროს სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ესპანეთის პრიმერადივიზიონში ერთი თამაშიც არ ჩაუტარებია, მომავალ მატჩზე AS-თან ისაუბრა.
“რაღა თქმა უნდა, “ბარსელონასთან” მატჩი უმნიშვნელოვანესია, რადგან ამ შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ ჩემპიონობის მაძიებელი ორი გუნდი წარსდგება ერთმანეთის პირისპირ. არა მგონია ამ თამაშის შედეგი გადამწყვეტი იყოს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს, “ატლეტიკოს” შანსების უგულვებელყოფა არ შეიძლება. თუმცა, “რეალისთვის” ელ-კლასიკოში სათამაშოდ ახლა საუკეთესო პერიოდია, რადგან სატურნირო ცხრილის თავში ვართ და ლიდერობის განმტკიცება შეგვიძლია” - განაცხადა კასილასმა.



ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
15
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0