x
image
worldsport.ge
ჰაინცე კარიერას სეზონის ბოლოს დაასრულებს

imageარგენტინელი მცველი გაბრიელ ჰაინცე კარიერას მიმდინარე სეზონის ბოლოს დაასრულებს.
ამჟამად, 35 წლის ფეხბურთელი “ნიუველს ოლდ ბოიზში” გამოდის, სადაც კარიერას იწყებდა. გარდა ამისა, მას ესპანურ მადრიდის “რეალში”, “ვალიადოლიდში”, ხიხონის “სპორტინგში”, ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედში”, ფრანგულ პსჟ-სა და იტალიურ “რომაში” უთამაშია.
ჰაინცე ინგლისის, ესპანეთისა და საფრანგეთის ჩემპიონია. არგენტინის ეროვნულ გუნდში მან 72 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. 2004 წელს არგენტინის ნაკრებთან ერთად ჰაინცემ ოლიმპიადა მოიგო.
“ცხოვრებაში ყველაფერი მთავრდება და მათ შორის ჩვენი ოცნებები. საფეხბურთო მოედნის დატოვების დრო დადგა” – თქვა ჰაინცემ.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0