x
image
worldsport.ge
ინგლისის პრემიერლიგა: მწვრთნელთა რჩეულები

imageინგლისის პრემიერლიგის გუნდების მწვრთნელთა გამოკითხვის შედეგად, სეზონის საუკეთესო შენაძენი “მანჩესტერ სიტის” ფორვარდი ალვარო ნეგრედოა. ესპანელმა ფორვარდმა, ყველა ტურნირზე ერთად აღებული, 23 გოლი გაიტანა. მან ხმების 59 პროცენტი მიიღო.
სხვა ნომინაციებს რაც შეეხება, მწვრთნელებმა საუკეთესოდ “ლივერპულის” ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი დაასახელეს. საუკეთესო ახალგაზრდად – “არსენალის” უელსელი ნახევარმცველი აარონ რემსი.
და რაც შეეხება საუკეთესო სტადიონს, სადაც ყველაზე კარგი ატმოსფეროა, ასეთად “არსენალის” “ემირეითსი” დასახელდა – ხმების 40 პროცენტით.

ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0