x
ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა
კატალონიის ბარსელონა - მადრიდის ატლეტიკო

რეალ მადრიდი - დორტმუნდის ბორუსია

პსჟ - ლონდონის ჩელსი

მანჩესტერ იუნაიტედი - მიუნხენის ბაიერნი



როგორც ხედავთ შესანიშნავი წყვილები არის...შესანიშნავი თამაშები გველის და იმედია ვისიამოვნებით საფეხბურთო საღამოებით.


კატალონიის ბარსელონა - მადრიდის ატლეტიკო


პირველი მატჩი კატალონიაში გაიმართება და ეს ფაქტორი ატლეტიკოს აძლევს მცირე უპირატესობას, მაგრამ როგორ უნდა ვილაპარაკოთ რაიმე სახის უპირატესობაზე ჩემთვის გაუგებარია როცა საქმე გვაქვს ბარსელონასთან. მშვენიერი საფეხბურთო სანახაობა, მშვენიერო ორი საფეხბურთო საღამო გველის. ატლეტიკო წლევანდელ სეზონში საუცხოოდ ასპარეზობს და მრავალი წლის შემდეგ პირველმა სწორედ მან მოახერხა და გაერია ლა ლიგის(ესპანეთის ჩემპიონატი) საჩემპიონო მარათონში და ტიტულში ეცილება ბარსელონასა და მადრიდის რეალს. ეს გუნდები წელს რამოდენიმეჯერ შეხვდნენ უკვე ერთმანეთს და გადაჭრით ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე გუნდს რაიმე სახის უპირატესობა ექნება მოწინაღმდეგის მიმართ.

უახლოეს ისტორიას თუ გადავხედავთ, აშკარა უპირატესობა კატალონიელებს უნდა მივანიჭოთ, ეხლაც შეიძლება ჩავთვალოთ რომ ბარსა ფავორიტია და ამას მეც ვეთანხმები, მაგრამ ეს უკვე მეოთხედფინალია და აქ უკვე ყველაფერი შეიძლება მოხდეს.


რეალ მადრიდი - დორტმუნდის ბორუსია


შარშანდელ სეზონში დორმუნდის გზა ფინალისკენ სწორედ მადრიდის რეალზე გადიოდა და მათ ეს შეძლეს. მათ ითამაშეს ფინალი ბაიერნის წინააღმდეგ სადაც დამარცხდნენ. წელს, წლევანდელ სეზონში რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ რეალი საუცხოო ფორმაშია და მისი მოწინააღმდეგეებიდან ქვას ქვაზე არ ტოვებს. მეორეს მხრივ კი დორმუნდის ბორუსია ვერ დაიკვეხნის საუცხოო საფეხბურთო ფორმით. აქ აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ რომ საკადრო პრობლემებიც არის გერმანელთა გუნდში. რამოდენიმე ძირითადის ფეხბურთელი სარეაბილიტაციო კურს გადის. იმედია ვიქონიოთ რომ ისინი დაუბრუნდებიან გუნდს უმოკლეს დროში და მედგარ წინააღმდეგობას გაუწევენ სამეფო გუნდს. შარშანაც ფავორიტად რეალი იყო შერაცხული მაგრამ დორტმუნდა მაინც მოახერხა მათი ძლევა. წელსაც რა თქმა უნდა რეალი არის ფავორიტი არა მარტო ამ წყვილში, არამედ მთლიანად ტურნირის, მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნე, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.


პსჟ - ლონდონის ჩელსი


პარიზელებს ყავს ზლატან იბრაგიმოვიჩი, რომლის დარი ფეხბურთელიც ჩელსის დღესდღეობით არა ყავს. ძალიან საინტერესო წყვილია. ერთის მხრივ ჩელსი, რომლის მწვრთნელი არის ჯოზე მაურინიო და ყავს საკმაოდ ძლიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები და ასევე უკვე გამოცდილი და გამობრძმედილი ფეხბურთელები. ჩელსი არის გამოცდილი გუნდი და ეს გამოცდილება არის სწორედ მისი უპირატესობა პსჟ-თან. პსჟ კი არის მართალია გამოუცდელი გუნდი, მაგრამ ძალიან კარგი გუნდი არის და ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობენ.

ჩემი აზრით ამ წყვილში პროგნოზი ყველას გაუჭირდება. დაძაბული თამაშები გველის.


მანჩესტერ იუნაიტედი - მიუნხენის ბაიერნი


ძველი მეტოქეები. რომელი გუნდი როგორ ფორმაშიც და რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, უაღრესად საინტერესო თამაში იქნება. ბაიერნი ეხლა საუცხოო ფორმაში არის და ტურნირის მოგებას მთავარი ფავორიტიც არის.მანჩესტერელებს კი გარკვეული პრობლემები აქვს და ჩემი აზრით გაუჭირდებათ გერმანელებისთვის წინაარმდეგობის გაწევა. მაგრამ კიდევ ერთხელ გავმეორდები და ვიტყვი. ამ ეტაპზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს.


დაველოდოთ, საინტერესო თამაშები გველის

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:blue bird destiny
blue bird destiny
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0