x
image
natia.a
ბავშვი, რომელსაც სამი ბიოლოგიური მშობელი ეყოლება

imageბრიტანელი ექიმები და გენეტიკოსები მუშაობენ განაყოფიერების ექსტრაკორპორალურ მეთოდზე, რომლის დროსაც გამოიყენება 3 ადამიანის დნმ. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ამ გზით შეიძლება თავიდან იქნას აცილებული მიტოქონდრიული დაავადებები.
ბრიტანეთში 6500 ბავშვიდან ერთი იბადება მიტოქონდრიული დარღვევით, რაც შემდეგ იწვევს გულის, ღვიძლის, სასუნთქი ორგანოების დაავადებებს ან კუნთოვან დისტროფიას.


imageმიტოქონდრიული დარღვევა შვილს დედისგან გადაეცემა. აქედან გამომდინარე, მომავალი ბავშვის ამგვარი დაავადებისგან დასაცავად დედის კვერცხუჯრედს უნდა მოვაშოროთ მიტოქონდრიული დნმ და ჩავანაცვლოთ იგი დონორის დნმ-ით.
ამგვარად, ბავშვის დნმ-ის შემადგენლობაში იქნება დედის, მამისა და დონორის გენეტიკური რესურსი. გამოდის, რომ ბავშვს სამი მშობელი ეყოლება. თუმცა დონორის რესურსი ამ შემთხვევაში იმდენად მინიმალური იქნება, რომ ბავშვს ყველა თვისება მაინც მამისა და დედისგან ექნება მიღებული.

ამ მეთოდის მოწინააღმდეგენი შიშობენ, რომ ეს არის "ჰიბრიდული" ადამიანის დაბადებისკენ გადადგმული პირველი რეალური ნაბიჯი.

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს გეგმავს, მომავალი წლისთვის კი ახალი მეთოდით განაყოფიერების დასაკანონებლად კანონპროექტის მომზადებასაც აპირებს



0
103
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0