x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
კოსმოსში ლიფტიტ ავალთ

imageიაპონელები 2050 წლისთვის კოსმოსური ლიფტის აშენებას
გეგმავენ. სამშენებლო კომპანიამ „Obayashi Corp“ უკვე წარადგინა
პროექტი რომელიც დედამიწას კოსმოსთან დააკავშირებს. ლიფტის სიმაღლე 96 000 კილომეტრია.
ლიფტი ნანოტროსებზე იქნება დამაგრებული და მთლიანად ნანო ტექნოლოგიით აშენებული. მოძრაობაში მოყვანა მოხდება მაგნიტურ რელსებზე, ხოლო სისწრაფე 200კლ/ს ექნება და შესაბამისად მოგზაურობა
მთვარემდე ერთ კვირას გასტანს. რაც შეეხება ენერგიას ის მთლიანად მზის სიხივების ხარჯზე იმუშსავებს და დამატებით დედამიწაზეც გააგზავნის ენერგიას.
იდეა როგორც ასეთი ახალი არ გახლავთ. ჯერ კიდევ 1960 წელს შეიქმნა ლიფტის პროექტი, მაგრამ განხორციელებისთვის ტექნიკური
მხარე არ უწყობდათ ხელს. მსგავსი ლიფტები ხშირად არის ნახსენები სამეცნიერო ფანტასტიკაში, ფილმებსა თუ ლიტერატურაში.
ლიფტი გათვლილია როგორც ტურისტებზე ( 30 კაცზე ) ასევე ტვირთის გადასაზიდად. ბოლო გაჩერება იქნება კოსმოსში განთავსებული სადგური, რომლის ერთი ნაწილი სამეცნიერო ლაბორატორიებით იქნება დაკავებული, ხოლო მეორე
სასტუმროს ტიპის იქნება.
ამერიკამ უკვე გამოთქვა სურვილი საკუთარი ლიფტის აშენების და ნასაში უკვე განხილვაშია ლიფტის პროექტი. რომელი უფრო პირველი დაამთავრებს მშენებლობას ჯერ უცნობია.
ასე რომ მალე ადამიანები ბორა-ბორაზე, ჰავაის კუნძულებზე ან მაიამიში დასვენების მაგივრად შესაძლოა კოსმოსში დასვენება გადაწყვიტონ
ჯერ უცნობია კოსმოსში მოგზაურობის საფასური.

1
941
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ მინდიაშვილი
მარიამ მინდიაშვილი
941
  
2012, 7 ოქტომბერი, 1:55
ბარონ მიუნჰაუზენი ამ სტატიის ავტორთან ჭიჭეიშვილია
0 1 1