x
image
lady.ge
წლევანდელი ზაფხულის ყველაზე მოდური საცურაო კოსტუმები

imageზაფხული მოდის და შესაბამისად ყველა მოდური ქალის დღის წესრიგში დგებას საცირაო კოსტუმის არჩევის საკითხი. ეს კი არცთუ ადვილი საქმეა, კოსტუმი მოდურიც უნდა იყოს და თქვენს ტანსაც უნდა უხდებოდეს. საბედნიეროდ, წლევანდელი წლის ტენდენციები, იმდენად მდიდარია მრავალფეროვნების მხრივ, რომ მგონი არც ერთი ქალბატონი არ დარჩება გულდაწყვეტილი, იმით რომ სასურველი კოსტუმი ვერ აარჩია.

image

1. სეზონის ერთერთი ტრენდია საცურაო კოსტუმი ლითონის ბრწყინვალების ეფექტით. ფერი შეიძლება იყოს, მომწვანო, სპილენძისფერი, ცივი ლურჯი და ა.შ. მთავარი ამ შემთხვევაში ფერი არაა, მთავარი ისაა რამდენად გექნებათ "აბჯროსანის" იმიჯი პლაჟზე.

image

2. რეტრო სიტილი- წლევანდელი ზაფხულის ერთერთი აქტუალური ტრენდია. იგი ძალიან მომგებიანია ისეთი გალბატონებისთვის, ვინც მაინც და მაინც იდეალური სხეულის ფორმებით ვერ დაიკვეხნის.

image

3.მრავალმხრივი პრინტი-სხვადასხვა კუთხით დაჩითული ქსოვილის საცურაო კოსტუმები, წლევანდელი წლის ერთერთი მოდური ტრენდია. ამასთან ერთად მათ კომბინაციაში შედის ყოველგვარი პრინტის ნაზავი, რაც მეტია მრავალფეროვნება მით უკეთესი.


4.ლაკონური ანსამბლი-კლასიკა როგორც წესი მოდიდან არ გადადის. ამ მხრივ არც წლევანდელი წელია გამონაკლისი. ამიტომ თამამად შეგიძლიათ კლასიკური სტილის საცურაო კოსტუმის ერთგული დარჩეთ.

imageimage

5. ტროპიკული ფერები-სეზონის ერთერთი მოდური ტრენდია. რაც უფრო კაშკაშაა ფერი, მით უფრო მოდური ხართ თქვენც.

1
2962
6-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
2962
  
2012, 19 ოქტომბერი, 17:01
++++++++++++
0 1 1