x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
სოციალურად დაუცველ ოჯახს 1300 ლარის ოდენობის საკვები, პამპერსი და ბიოპროდუქტები სახლში მიუტანეს

imageქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადადგილებულ პირთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ მარგველაშვილმა კიდევ ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა.
„სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი“ ლანჩავების ოჯახი
მძიმე ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობს, ამასთანავე 13 წლის თეა ლანჩავა, რომელიც ავტოკატასტროფის შედეგად
დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და ხელოვნურ კვებაზეა, საჭიროებს მუდმივ მედიკამენტურ მკურნალობას და მეთვალყურეობას.
ცნობისთვის, გასულ კვირას ოჯახი მერის მოვალეობის
შემსრულებელმა შოთა მურღულიამ და სოციალური სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ მარგველაშვილმა მოინახულეს. მოქმედი სოციალური პროგრამების
მიხედვით თეა ლანჩავას უკვე გაეწია „მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში დახმარება.

აგრეთვე „ეპილეფსიით დაავადებული ბენეფიციარების
მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით“ მას ყოველთვიურად ყველა საჭირო მედიკამენტი უფასოდ გადაეცემა.


ზურაბ მარგველაშვილმა ოჯახს დღეს 1300 ლარის ოდენობის საკვები, პამპერსი და ბიოპროდუქტები სახლში მიუტანა, რომლის შეძენა მერიის სარეზერვო ფონდიდან მოხდა.

image



0
27
შეფასება არ არის
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0