x
განსაკუთრებულობამდე ... José Mário dos Santos Mourinho Félix

imageJosé Mário dos Santos Mourinho Félix – დიახ, ეს არის ჩვენი „განსაკუთრებული“, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ უფრო მარტივად - ჟოზე მოურინიო. რომელიც დაიბადა 1963 წლის 26 იანვარს ფელიქს მოურინიოს
ოჯახში, რომელიც გახლდათ პროფესიონალი ფეხბურთელი. ფელიქს მაურინიოს ნათამაშები აქვს პორტუგალიის ეროვნულ გუნდში, მხოლოდ ერთი თამაში. პატარა ჯოზე როგორც ამბობენ ცდილობდა მიებაძა მამისთვის და მისი მთავარი გატაცებაც ფეხბურთი ყოფილა. ფელიქს მაურინიოს ხშირად
უწევდა სახლიდან მოშორებით ყოფნა, მისი პროფესიის გამო, მაგრამ მის თამაშებს ყოველთვის ადევნებდა თვალს პატარა ჯოზე, სადაც არ უნდა ყოფილიყო თამაში.
იმდენად დიდი იყო ჯოზეს სურვილი რომ ეთამაშა ფეხბურთი, ის მივიდა ბელენენსეშის ახალგაზრდულ აკადემიაში სავარჯიშოდ. ფეხბურთს მის ცხოვრებაში უდიდესი ნაწილი ეკავა მისი დედის სურვილის საწინააღმდეგოდ.
მისი პირველი პროფესიონალური გუნდი იყო რიუ ავე, სადაც უკვე მამამისი, ფელიქს მაურინი იყო მთავარი მწვრთნელი. რიო ავეს გარდა ჯოზეს ნათამაშები აქვს ბელენენსესში, სესმბრაში და კომერსიო
ე ინდუსტრიაში. რა თქმა უნდა გუნდების სახელები ვერ აღგვაფრთოვანებს. ასევე აღფრთოვანებაში ვერ მოგვიყვანს მისი საფეხბურთო კარიერის სტატისტიკაც, ყველა ზემოთ ხსენებულ გუნდში ჯამში მან ითამაშა 94 მატჩი და გაიტანა 13 გოლი. ის გალდათ ცენტრალური ნახევარმცველი.

ჟოზემ იფიქრა, რომ მას არ შეეძლო დიდი ფეხბურთის თამაში და გადაწყვიტა საფეხბურთო კარიერა დაესრულებინა 24 წლის ასაკში. როგორც მამამისი მას ახასიათებს, ჟოზე დიდი საფეხბურთო მონაცემებით ვერ გამოირჩეოდა, მაგრამ მოედანზე აზროვნებით არავის არ ჩამოუვარდებოდა.

ფეხბურთზე თავის დანებების შემდეგ ჟოზეს დედას სურდა რო მას სწავლა დაეწყო ბიზნეს სკოლაში. მაურინიოს დედისთვის რომ დაეჯერებინა, ახლა არც მე დავწერდი ამას და „განსაკუთრებული“ - ც არ ეყოლებოდა მსოფლიო ფეხბურთს. ჟოზემ ჩააბარა ლისაბონის ტექნიკურ უნივერსიტეტში სპორტის მეცნიერების ფაკულტეტზე. აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ განსაკუთრებულმა უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრა და 5 წლის შემდეგ სწავლის დაწყებიდან აიღო დიპლომი. სწავლის დამთავრების შემდეგ მან სამწვრთნელო კურსები გაიარა ინგლისურ და შოტლანდიურ საფეხბურთო ასოციაციებში.

1990 წელს ჟოზემ მუშაობა დაიწყო ვიტორია სეტუბალის ახალგაზრდულ გუნდში მწვრთნელად. შემდგეგ იყო ამადორაში მთავარი მწვრთნელის თანაშემწე. 1992 წელს ლისაბონის სპორტინგის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა სერ ბობი რობსონი. მისი მოთხოვნა იყო მისთვის მოეძებნათ თანაშემწე, რომელიც ასევე სამწვრთნელო პროცედურებთან ერთად შეითავსებდა თარჯიმნობას. მოგეხსენებათ ბობი რობსონი ინგლისელი ფეხბურთელი და შემდგომ მწვრთნელი გახდათ.


ბობი რობსონის და ჟოზე მაურინოს თანამშრომლობა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და ჟოზესთვის როგორც ყველა ვხედავთ საკმაოდ ნაყოფიერადაც. ბობი რობსონიც დიდ ყურადღებას აქცევდა ახალგაზრდა „თარჯიმანს“ და მას სულ უფრო და უფრო მეტ ფუნქციებს აკისრებდა. ეს ტანდემი სპორტინგის შემდეგ გახდა პორტოს სამწვრთნელო გუნდი. მათ პორტოსთან ერთად საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწიეს. გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები რამოდენიმეჯერ, მოიგეს პორტუგალიის თასი და ასევე გუნდი ათამაშეს ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში.

1996 წელს ბობი რობსონი დაინიშნა კატალონიის ბარსელონას მთავარ მწვრთნელად. სადაც მან რა თქმა უნდა იახლა მომავალი „განსაკუთრებული“. რომელმაც დაიწყო არა ესპანურის, არამედ კატალონიური ენის სწავლა რაც საკმაოდ მცირე დროში და საკმაოდ წარმატებით შეძლო. ბარსელონაში ჟოზე ფუნქციები უკვე საკმაოდ დიდი იყო. ხშირ შემთხვევებში სწორედ ჟოზე ატარებდა ვარჯიშებს
გუნდში. ასევე ჟოზეს ფუნქცია იყო შეესწავლა მოწინააღმდეგე გუნდი და ანალიზი გაეკეთებინა მასზე. ბობი რობსონი ამბობს რომ ის ყოველთვის გაოცებას იწვევდა მასში თავისი განსწავლულობით
და თავისი ზედმიწევნით ზუსტად გათვლებით ამა თუ იმ დეტალისა. ნელ ნელა ჟოზე ყალიბდებოდა და მწიფდებოდა განსაკუთრებულად. მაგრამ სანამ განსაკუთრებული გახდებოდა, მის ცხოვრებაში
უნდა გამოჩენილიყო ერთი „ბრძენი“ ჰოლანდილეი, რომელსაც ჟოზე უნდა აეყვანა ახალ სიმაღლეზე და შეექმნა საბოლოოდ „განსაკუთრებული.

დიახ, ბარსელონას მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ლუის ვან გაალი. რომელმაც გარდამტეხი როლი ითამაშა ჟოზეს განვითარებაში. მათი ერთად მუშაობის პირველი წლები საკმაოდ წარმატებული იყო. ზედიზედ ორჯერ მოიგეს ლა ლიგა(ესპანეთის ჩემპიონატი). ვან გაალი შემდეგ ამბობს, რომ ის ხედავდა როგორ იზრდებოდა და როგორ ვითარდებოდა ჟოზე. მისი მონაცემები უკვე ზედმეტობაში მოდიოდა მეორე მწვრთნელის პოზიციასთან გუნდში. „განსაკუთრებული““–ს ეპოქა უნდა დაწყებულიყო და სწორედ ამას მიხვდა ვან გაალი.

როგორც მოგეხსენებათ, ყოველ სეზონში თამაშდება ცატალონიის თასი. კატალონიის თასის გათამაშებაში კი ვან გაალმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ გუნდისთვის ეხელმძღვანელა ჟოზე მაურინიოს. ალბათ ეს მას სჭირდებოდა იმისათვის, რომ თავის თავისთვის დაემტკიცებინა იყო თუ არა მზად ჟოზე მდინარეში მარტო შესასვლელად. ჟოზემ ეს შეძლო...

2000 წელი იყო როდესაც ჟოზე მივიდა ლუის ვან გაალთან და უთხრა, რომ მას სურდა სამშობლოში დაბრუნება და მას სთავაზობდნენ ბენფიკას მწვრთნელის ასისტენტობას. ვან გაალმა კატეგორიული უარი უთხრა, რომ ეს არ გაეკეთებინა, მან უთხრა ჟოზეს, რომ თუ ბენფიკას სჭირდებოდა მტავარი მწვრთნელი, მას შეეძლო ყოფილიყო პირველი გუნდში, მაგრამ თუ ჭირდებოდათ მწვრთნელის თანაშემწედ ჟოზე, მაშინ ის დარჩებოდა ბარსელონაში. მაურინიო ბენფიკას მწვრთნელი გახდა.


ბენფიკას შემდეგ მაურინიოს სამწვრთნელო კარიერა გაგრძელდა ლეირაში, გუნდში რომელიც არაფრით გამორჩეული არ იყო, მაგრამ მაურინიომ შეძო და გუნდი პორტუგალიის ჩემპიონატში მესამე ადგილზე გაიყვანა. დიახ, სწორდე ეს იყო გარდამტეხი მომენტი მის კარიერაში და ის წაიყვანეს პორტოში, მთავარ მწვრთნელად. პორტუსთან ერთად მოურინიომ შექმნა საკუტარი ისტორია, უფრო სწორად რო ვთქვათ, მან დაწერა პორტუს ისტორია და დაიწყო საკუთარი გზა, განსაკუთრებულის გზა. მაურინიო, ჟოზე მაურინიო სწორედ პორტუდან გახდა პოპულარული მწვრთნელი და სწორედ პორტუდან გაიცნო საფეხბურთო საზოგადოებამ როგორც დამსახურებული და სერიოზული მწვრთნელი, რომელსაც დიდი
ფეხბურთი არასდროს უტამაშია, მაგრამ საფეხბურთ გასნწავლულობით არავის არ ჩამოუვარდებოდა...


შემდეგ იყო ჩელსი...და კიდევ რამოდენიმე გუნდი(ინტერი, რეალი...)....და ისევ ჩელსი...


მინდოდა თქვენთვის გამეცნო მაურინიო, მისი ადრეული წლები სანამ ის „განსაკუთრებული“ გახდებოდა. ბევრი მას მოიხსენიებს თარჯიმნად, განსაკუთრებით კატალონიაში, მაგრამ როგორც ვან გაალმა თქვა, მისთვის მთავარი მწვრთნელის ასისტენტობაც კი ძალიან ცოტა იყო, თარკიმნობას რომ თავი დავანებოთ...

მაურინიოზე საუბარი მინდა დავასრულო მისი წინადადებით, თუ საიდან დაერქვა მას განსაკუთრებული. როდესაც ის ჩელსის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა პირველად, მედიასთან შეხვედრის დროს
მან თქვა : „გთხოვთ ამპარტავნობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ მე ევროპის ჩემპიონი ვარ და მე განსაკუთრებული ვარ“.



P.S. ჟოზე მაურინიო ჩემთვის ყოველთვის იქნება „თარჯიმანი“, რადგან კატალონიელების გულშემატკივარი ვარ.

0
26
1-ს მოსწონს
ავტორი:blue bird destiny
blue bird destiny
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0