x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
შოკოლადის მაფინები-იოლად მოსამზადებელი გემრიელი დესერტი
image

ინგრედიენტები:

კვერცხი-2 ცალი

შაქარი-200 გრამი


კარაქი-100 გრამი

არაჟანი-200 გრამი

კაკაო-1 სუფრის კოვზი

სახამებელი-2 ჩაის კოვზი

ფქვილი-1 ჭიქა

გამაფხვირებელი-1 ჩის კოვზი

შავი შოკოლადი -100 გრამი


მომზადება:

მშრალ თასზე ავთქვიფოთ კვერცხი შაქართან ერთად. დავამატოთ გამდნარი კარაქი, არაჟანი, ორთქლის აბაზანაზე გამდნარი შოკოლადი. ცალკე თასზე ერთმანეთს შევურიოთ ფქვილი, შაქარი, კაკაო, სახამებელი და გამაფხვიერებელი.

image

დავაცრათ ეს ნარევი ჩვენ გათქვეფილ მასას და ფრთხილად მოვურიოთ. მაფინების ცომს ბევრი ზელვა არ უნდა, ერთი-ორი მორევაც საკმარისია.

image

მიღებული ცომი ჩავასხათ მაფინების ფორმებში და შევდგათ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ვაცხოთ 20-25 წუთი.

თუ გსურთ მაფინები კიდევ უფროი გემრიელი გამოვიდეს, შემდეგნაირად მოვიქცეთ: მაფინების ფორმაში ჩავასხათ ცომი ნახევრამდე, დავადოთ შოკოლადის ნატეხი და ზემოდან ისევ დავფაროთ ცომით, მხოლოდ უნდა გვახსოვდეს, რომ ცომი ცხობაში იმატებს და ფორმა 3/4 -მდე უნდა შეივსოს.

მაფინები გამოვიღოთ ღუმელიდან, გავაგრილოთ და ამოვიღოთ ფორმებიდან.

მიირთვით გემრიელად!

image

3
1407
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
1407
  
2014, 18 მარტი, 21:59
მართალი ხარ..აღარ დავდებ.:)
2014, 18 მარტი, 21:49
მანჩო ამ მარხვასა და თან ამ ღამეს რეებს დებ, არ გეცოდები?? :((
2014, 18 მარტი, 21:49
მინდა ეს :P
0 1 3