x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბანანისა და კარამელის დესერტი კრემით
image

ინგრედიენტები:

ბანანი-2 ცალი

კარამელის სოუსი-100 გრამი


ათქვეფილი ნაღები-200 გრამი


კრემისათვის:

შაქარი-2/3 ჭიქა

სახამებელი-1/4 ჭიქა

რძე-3 ჭიქა

კვერცხი-2 ცალი

მარილი-დანის წვერით

კარაქი-2 სუფრის კოვზი

ვანილი-დანის წვერით

"პეჩენია" ან უმარილო კრეკერი-10 ცალი


მომზადება:

თავდაპირველად მოამზადეთ კრემი:

თასზე ათქვიფეთ კვერცხი კარგად, ცალკე ჯამში შეურიეთ სახამებელი, ვანილი, მარილი, ნელ-ნელა დაასხით რძე და თან დადგით ნელ ცეცხლზე. განუწყვეტლივ ურიეთ და ასე მიიყვანეთ ადუღებამდე. ეს კრემი ნელ-ნელა დაამატეთ თასზე ათქვეფილ კვერცხს და სულ ურიეთ, რომ არ აიჭრას. შემდეგ ეს კრემი კიდევ დადგით ცეცხლზე და 1-2 წუთი წამოადუღეთ.

გადმოდგით ცეცხლიდან და ცხელსვე დაუმატეთ ვანილი და კარაქი. მოურიეთ კარგად და დადგით გასაციებლად.

"პეჩენია" დაამტვრიეთ პატარა ნატეხებად და შემდეგ კარგად დაფხვენით. აურიეთ მასში 2 სუფრის კოვზი კარაქი და შაქარი. აზილეთ კარგად ეს მასა. გააბრტყელეთ თხელ ფირფიტად პერგამენტის ქაღალდზე და შედგით 170 გრადუსზე გაცხელებული ღუმელში 10 წუთით.

image

დაიწყეთ დესერტის აწყობა: ფუჟერებში ჩადეთ გაციებული "პეჩენიიას" მასა 2-3 სუფრის კოვზი და კარგად დატკეპნეთ. დაადეთ გაციებული კრემი-2 სუფრის კოვზი.

image

დააწყვეთ რგოლებად დაჭრილი ბანანი, შემდეგ დაადეთ ათქვეფილი ნაღები, მოასხით ცოტაოდენი კარამელის სოუსი და ისევ გაიმეორეთ თავიდან: ''პეჩენია"-კრემი-ბანანი-ათქვეფილი ნაღები-კარამელი.

image

ზემოდან მორთეთ ნაღებით და ბანანის ნაჭრებით და გადაასხით კარამელის სოუსი.

დადგით მაცივარში 2-3 საათით.

მიირთვით გემრიელად!

image

8
145
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
145
  
2014, 18 მარტი, 11:17
ეგ ყველაზე უკეთესი ვარიანტია:)
2014, 18 მარტი, 11:17
მაგის ყიდვას არ ჯობია სტუმრად წავიდე :D
2014, 18 მარტი, 11:13
კი, ოGონდ ყველა არ ითქვიფება, 30 %-იანი უნდა იყოს მინიმუმ. ყველაზე კარგი "პარმალატის "ნაღებია, მაგრამ საკმაოდ ძვირია, "დომიკ ვ დერევნესაც" აქვს კარგი ნაღები. ეგ შედარებით იაფია.
2014, 18 მარტი, 11:11
ააა ხო ის სლივკი რომ აწერია ისააა?
2014, 18 მარტი, 11:10
გაკეთება არ უნდა, იყიდება ნაღები. უბრალოდ ათქვეფა უნდა. გასწავლი თუ გინდა.:)
2014, 18 მარტი, 11:08
ნაღები როგორ გავაკეთო?
2014, 18 მარტი, 11:07
კრემიც და ნაღებიც ხომ?:D
2014, 18 მარტი, 11:06
ბანანი მიყვარს კარამელიც :P
0 1 8