x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ფუტკრის ნესტარი არცთუ სასიამოვნოა, მით უფრო თუ ალერგიული ხართ.

ფუტკრის ნაკბენი სასიამოვნო რომ არაა ბევრს გექნებათ გამოცდილი. გამახსენდა ერთი ისტორია რაც ჩემს მონადირე ძაღლს შეემთხვა ფუტკრებთან დაკავშირებით. როგორც ყველა მონადირე ძაღლი ჩემი სეტერიც საკმაოდ ცნობისმოყვარე გახლდათ და ჩემთვის გაუგებარი მიზეზით ხშირად ათვალიერებდა ფუტკრის სკებს, რომლებიც სახლისგან ოდნავ მოშორებით გვედგა. ერთხელაც ისე ახლოს მივიდა სკასთან, ფუტკრის მთელი ოჯახი დაესია და საბრალო "როკის" "წკმუტუნ–წკაწკავმა" მთელი ოჯახი ფეხზე დაგვაყენა. რამდენიმე წუთში საბრალო ძაღლი რუმბივით გასივდა, საბედნიეროდ დროზე მოვახერხე მისი მიყვანა ვეტერინართან და გადარჩა.
ეს რაც შეეხება ძაღლს, მაგრამ ადამიანებთან ბევრად უფრო რთულადაა საქმე. ადამიანს რომელსაც ალერგია აწუხებს, ფუტკრებთან მუშაობა უნდა გამორიცხოს, რადგან ერთი ფუტკრის ნესტარიც საკმარისია საკმაოდ მძიმე გართულებები რომ მოჰყვეს ნაკბენს. განსაკუთრებით საშიშია ფუტკრის ნაკბენი მათთვის, ვისაც ალერგიასთან ერთად შაქრიანი დიაბეტი აწუხებს.
და მაინც თუ მოგიწიათ ფუტკართან მუშაობამ (ფიჭის ამოღება, ჩარჩოს ჩადგმა, წამლობა) გამოიყენეთ დაბამბული მასიური კომბინეზონი, სპეციალური ქუდი–ჩაფხუტი და ხელთათმანები, რომლებიც დაგიცავთ ფუტკრის ნესტრისაგან. თუ მაინც მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა და დაგნესტრათ ფუტკარმა დაუყოვნებლივ მიიღეთ ანტიჰისტამინური პრეპარატი და სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარების უახლოეს პუნქტს.
გთავაზობთ ფუტკრების მიერ დანესტრილი ადამიანების სურათებს, რომელთა დანახვაზე შეიძლება გაგეღიმოთ, მაგრამ დამერწმუნეთ ეს სრულებითაც არაა სახალისო თემა.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage














3
245
13-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
245
  
2014, 17 მარტი, 20:51
საშინელებაა.:(((
2014, 17 მარტი, 20:15
ალერგიულებისათვისაა საშიში.
2014, 17 მარტი, 20:11
ორჯერ მიკბინა მაგრამ ასე არ მომსვლია ალბათ იმიტორო ალერგიული არ ვარ . თან საშიში თუ იყო არვიცოდი
0 1 3