x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134362
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ტყუპი მამაკაცი (ლინდა გუდმენის ასტროლოგიის მიხედვით)
imageსიყვარულს ისეთი გრძნობა ახლავს, თითქოს მთელი ქვეყნიერებისაგან დაცული ხართ. თავს მარტოსულად აღარ გრძნობთ. თქვენს გვერდით ახლობელი ადამიანი დგას, რომელიც ყველგან, ყოველთვის და ყველაფერში მხარში ამოგიდგებათ. მგარამ გამონაკლისი მუდამ არსებობს. ასეთ გამონაკლისს წარმოადგენს შეყვარებული ტყუპი. მისი იმედი ნუ გექნებათ. შეიძლება მეზობელ საფუნთუშეში პურზე წავიდეს და მესამ დღეს დაბრუნდეს. თუ შეეცდებით გაიგოთ სად იყო და რას აკეთებდა ამ ხნის მანძილზე, თქვენი რომანი ალბათ ამით დამთავრება. ამიტომ თუ ტყუპი თქვენთვის ძალიან ძვირფასია, ისეთი სახე მიიღეთ, თითქოს არაფერი მომხდარა და ეცადეთ მის უცნაურ ხასიათს შეურიგდეთ.

სამაგიეროდ ტყუპთან არასოდეს მოიწყენთ. ტყუპი მამაკაცი ყველა ოჯახში სასურველი სტუმარია. იგი უჩვეულოდ მხიარული, სასიამოვნო თანამოსაუბრე, დახვეწილი მანერების მქონე, ანეკდოტების მოყოლის უბადლო ოსტატი და კომპანიის სული და გულია.

თუ მას სადმე მაღალ საზოგადოებასი შეხვდით, უთუოდ მოხიბლული დარჩევით. მაგრამ საბედისწერო ნაბიჯის გადადგმას ნუ იჩქარებთ, ვიდრე ტყუპის ცოლობაზე დათანხმდებოდეთ კარგად დაფიქრდით. ტყუპის ფიქრები, სურვილები და განწყობილება ქარივით ცვალებადია. ამას ალბათ თაფლობის თვეშივე მიხვდებით.

თუ იმყაიდის ქალი ხართ, რომელიც ოჯახური ცხოვრებისაგან სითბოს და სიმყუდროვეს ელის, თქვენი არჩევანი არასწორია, ტყუპი არავითარ შემთხვევაში თქვენი შესაფერი არ არის.


ტყუპის სიყვარული ადვილი და სასიამოვნო მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ თავდავიწყებამდე არ მიხვალთ. ნუ გაართულებთ და ნუ გაადრამატულებთ თქვენს ურთიერთობას, ეცადეთ ყველაფერს მშვიდად და უბრალოდ შეხვდეთ. თავს ნუ მოაბეზრებთ, მაგრამ მისი მთვლემარე წარმოდგენა შეაღვიძეთ ხოლმე. ნუ გამოთქვამთ პროტესტს მისი ხასიათის ცვალებადობის გამო, შეიცვალეთ მასთან ერთად. იყავით ცოცხალი, საინტერესო მოსაუბრე, ვინაიდან ტყუპისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორის ინტელექტუალური დონეა. სხვა მამაკაცებისაგან განსხვავებით, რომელთაც ჭკვიანი ქალები აშინებთ, ტყუპებს ურჩევნია მახვილი გონებით პრწყინავდეთ ვიდრე სამკაულებით.

ბუნებით კაცთმოყვარე ტყუპი ვერ იტანს მარტოობას და თუ დიდი ხნით მარტო რჩება, შესაძლოა ცრემლებიც გადმოყაროს. მაგრამ ეს მხოლოდ სენტიმენტალიზმის გამოვლინებაა. მოკლედ, თუ გსურთ დიდი ხნით მიიქციოთ ტყუპის ყურადღება, ნუ მიეტმასნებით, ნუ ელით მისგან ერთგულებას და, რაც მთავარია, იყავით საინტერესო პიროვნება.

ტყუპები როგორც წესი არაერთხელ ქორწინდებიან, თუმცა რაც უფრო გვიან ხდება პირველი ქორწინება მით უფრო სარწმუნოა, რომ დიდხანს გაგრძელდება, შესაძლოა სამუდამოდაც. მაგრამ ამ შემთხვევაში თუ იგი ერთხელ ქორწინდება, თავის გაორებისკენ სწრაფვას ორი მანქანით, ორი ბინით, ორი დიპლომით და ორი გატაცებით ინაზღაურებს.

ტყუპები ფინანსურ საკითხშიც არაერთგვაროვანნი არიან. ხან საოცრად გულუხვობენ, ხანაც ძუნწობენ. მაგრამ ე ორი თვისება რომ ერთმანეთს შევუჯეროთ მაინც გულუხვობა აჯობებს.

ქალს რომელიც ტყუპთან ინტელექტუალურ ჰარმონიას მიაღწევს, შეუძლია მშვიდად იყოს. იგი მას არც ფიზიკურად და არც სულიერად არ უღალატებს. ეს ისეთი წესია, რომელსაც გამონაკლისები არ გააჩნია.

5
2135
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მატასი
მატასი
2135
  
2012, 15 მაისი, 11:53
სხვათაშორის სადაც გადავამოწმე ყველგან კაი წყვილიაო და რავი.. ვეწყობიტ :*
2012, 14 მაისი, 18:52
ლომი და ტყუპები ? აუჰ საინტერესოა როგორ ეწყობით :D
2012, 14 მაისი, 15:46
ჩემი შეყვარებულია ტყუპები :P
2012, 10 მაისი, 0:52
აჰამ ? :))
2012, 10 მაისი, 0:49
ტყუპებს ურჩევნია მახვილი გონებით პრწყინავდეთ ვიდრე სამკაულებით. თქვენი ტესტესტაც-ტყუპებია აბა:))))))
0 1 5