x
image
worldsport.ge
დეფომ “ტორონტოში” დებიუტი დუბლით აღნიშნა

image“ტოტენჰემის” ყოფილმა შემტევმა ჟერმენ დეფომ თავის ახალ კლუბში, კანადურ “ტორონტოში” პირველი მატჩი გამართა და “სიეტლ სონდერსს” ორი გოლი გაუტანა. მოგეხსენებათ, ჯერ ანდრე ვილაშ-ბოაშის, შემდეგ კი ტიმ შერვუდის მწვრთნელობისას, ის იშვიათად ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში. კანადაში გადასვლით კი სათამაშო პრაქტიკის პრობლემა არ ექნება და შესაძლოა, ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლაზეც იოცნებოს. ყოველ შემთხვევაში, თავად ამბობს, რომ თუ თავს გამოიჩენს, ინგლისის ნაკრების მწვრთნელი როი ჰოჯსონი აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას.

სოლომონ გულისაშვილი

www.worldsport.ge

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0