x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ნიღბები სახის კანისთვის.

imageქალმა სილამაზე რომ შეინარჩუნოს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს სახისა და ხელის კანის მოვლას. ყოველდღიურად, დაბანის შემდეგ კანისათვის შესაფერისი კრემის ხმარება და კვირაში ერთხელ სახეზე ნიღბის დადება, ქალს ამის გარანტიას აძლევს.
ნიღბის დადებამდე სახე კარგად უნდა დაიბანოთ. ნიღაბი სახეზე გაიჩერეთ 15-20 წუთი. ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით. ნაზად შეიმშრალეთ პირსახოცით და წაისვით სახის კანის შესაბამისი
კრემი.
ნიღბები სახის ნორმალური კანისთვის :

ხაჭოს ნიღაბი - 1 სუფრის კოვზი ხაჭო გახსენით 1 სუფრის
კოვზ რეში.
კვერცხის გულის ნიღაბი - კარგად გათქვიფეთ კვერცხის
გული, დაუმატეთ 10 წვეთი ზეითუნის ზეთი და 5 წვეთი ლიმონის წვენი.
თაფლის ნიღაბი - 1 ჩაის კოვზი თაფლი გათქვიფეთ კვერცხის
გულთან ერთად.
ნიღაბი „ასორტი“ - 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი თაფლი,
1 ჩაის კოვზი არაჟანი, 2 ჩაის კოვზი ხაჭო, 1 სუფრის კოვზი რძე აურიეთ ერთმანეთში.

ნიღბები სახის მშრალი კანისთვის:


ხაჭოს ნიღაბი - 1 ჩაის კოვზი ახალი ხაჭო გახსენით 1
ჩაის კოვზ ახალ ნაღებში და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი სტაფილოს წვენი.
ნაღების ნიღაბი - 1ჩაის კოვზი ნაღები გახსენით 1 ჩაის
კოვზ სტაფილოს წვენში. უნდა წაისვათ თხელი ფენა და გაიჩეროთ 10 წუთი.
თაფლის ნიღაბი - 1 ჩაის კოვზი თაფლი კარგად გათქვიფეთ, დაუმატეთ ცოტა რძე.
კიტრის ნიღაბი - 2 ჩაის კოვზ გახეხილ კიტრს დაუმატეთ
1 ჩაის კოვზი ახალი რძე.


ნიღბები სახის ცხიმიანი კანისთვის:

საფუარის ნიღაბი - 1 ჩაის კოვზი საფუარი გახსენით 1
სუფრის კოვზ თბილ რძეში.

ვაშლის ნიღაბი - 1 სუფრის კოვზ გახეხილ ვაშლს დაუმატეთ
გათქვეფილი კვერცხის ცილა და 1 ჩაის კოვზი
კარტოფილის ფქვილი.

თაფლისა და ფქვილის თანაბარი ნარევი აურიეთ რძეში და
მიღებული ფაფა დაიდეთ სახეზე. ნახევარი საათის შემდეგ, ჩამოიბანეთ ნიღაბი გვირილის ნაყენით.
ეს ნიღაბი რეკომენდირებულია მობერებული კანისთვის.


0
941
12-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
941
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0