x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ ვიშოვოთ 600 დოლარი 2 საათში
image

სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებს მისცეს დავალება: გამოემუშავებინათ 600 დოლარი 2 საათში.

დავალების შესრულებაში მონაწილეობდა სტუდენტების 14 გუნდი. ყველა მათგანს სასტარტო კაპიტალის სახით მისცეს 5 დოლარი და ორი საათი დრო. დავალების დასრულების შემდეგ თითოეულ გუნდს პრეზენტაციისათვის ჰქონდა მიცემული მხოლოდ 3 წუთი.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა მოკლე დროში ფულის შოვის სხვადასხვა ვარიანტები: იმპროვიზებული ავტოსამრეცხაოს გახსნიდან გამაგრილებელი სასმელების გაყიდვამდე. ამ შემთხვევაში 5 დოლარი გამოყენებული იყო მასალების და პროდუქტების შესაძენად მუშაობის დასაწყისისთვის. სავსებით მისაღები ვარიანტებია, ვისაც მოკლე დროში ცოტაოდენი თანხის გამომუშავება სურს.


მაგრამ სტუდენტების გუნდებს, რომელთაც ყველაზე მეტი ფული იშოვეს, საწყისი 5 დოლარი სულაც არ გამოუყენებიათ. ისინი მიხვდნენ, რომ ეს მცირე თანხა არსებითად ბევრს არაფერს ნიშნავდა და დაიწყეს პრობლემის შეფასება სხვა კუთხით:"მოდით დავიწყოთ აბსოლუტური ნულიდან".

სტუდენტების ერთმა გუნდმა ყურადღება გაამახვილა ერთ პრობლემაზე: უზარმაზარი რიგები შაბათ საღამოს პოპულარული რესტორნების წინ. მათ გადაწყვიტეს, დახმარებოდნენ ადამიანებს, რომლებსაც არ სურდათ ლოდინი. გუნდის წევრები იკავებდნენ რამოდენიმე მაგიდას რესტორანში, ანუ სხვების მაგივრად იდგნენ რიგში და მათი რიგის მოსვლისთანავე ყიდდნენ მათ მიერ დაკავებულ მაგიდებს 20 დოლარად.

მეორე გუნდი კიდევ უფრო ჭკვიანურად მოიქცა:მათ სტუდენტების საცხოვრებლის წინ მოაწყვეს სპეციალური ადგილი, სადაც დაიწყეს ველოსიპედის საბურავებში წნევის გაზომვა სრულიად უფასოდ. ცოტა ხნის შემდეგ მათ შენიშნეს, რომ კლიენტებს ძალიან მოსწონდათ მომსახურეობა და დიდი მადლობელნი იყვნენ ამ გუნდის წევრების. მაშინ მათ კლიენტებს სთხოვეს, გადაეხადათ იმდენი თანხა, რამდენიც მათ სურდათ. შემოსვალმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

თითოეულმა ამ პროექტმა სტუდენტების გუნდებს რამოდენიმე ასეული დოლარი მოუტანა. თუმცა ერთმა გუნდმა შეძლო ყველაზე მეტი-650 დოლარი გამოემუშავებინა და ეს მათ შეძლეს ისე, რომ ერთი წუთიც კი არ უმუშავიათ.

ამ სტუდენტებმა გაიაზრეს, რომ მათ ხელში მყოფი რესურსებიდან მნიშვნელოვანი იყო არა 2 საათი სამუშაო დრო ან 5 დოლარი თანხა, არამედ პრეზენტაციის 3 წუთი, რომელიც მათ ორშაბათს უნდა წარმოედგინათ. მათ გადაწყვიტეს, რომ ეს 3 წუთი დრო მიეყიდათ ერთი კომპანიისათვის, რომელსაც უნდოდა ამ უნივერსიტეტის სტუდენტების მიზიდვა სამუშაოდ. გუნდის წევრებმა შექმნეს 3-წუთიანი სარეკლამო რგოლი ამ კომპანიისა და პრეზენტაციისათვის განკუთვნილ დროს აჩვენეს ეს რგოლი იმის მაგივრად, რომ მათ მიერ გაწეულ სამუშაოზე მოეთხროთ.

ეს შესანიშნავი გადაწყვეტა იყო და გუნდმაც ღირსეულად დაიკავა პირველი ადგილი.

6
3638
22-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
3638
  
2014, 26 სექტემბერი, 17:04
ძალიან კარგია, ყოჩაღ
2014, 19 მარტი, 10:07
სტატია უზომოდ მომეწონა მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენთან "უკეთესი" სწავლააა. ლექტორები ყველანაირად ცდილობენ რაც შეიძლება მეტი სტუდენტი ჩაჭრან და შემდეგ ფული ახდევინონ :)))) სწავლა ვის რაში ადარდებს.
2014, 16 მარტი, 21:45
ჩვენთან ასეთი სწავლების მეთოდები ალბათ კიდევ დიდხანს არ დაინერგება, სამწუხაროდ. იქ პრაქტიკულ ჩვევებს და აზროვნებას აჩვევენ სტუდენტებს, ჩვენთან კიდევ ზერელე სწავლებაა და გამოუსადეგარი:(
2014, 16 მარტი, 16:47
სად ერთი ტვინი და სად რამოდენიმე,შეგეგიც სახეშეა
კარგი სტატიაა
2014, 16 მარტი, 12:40
საინტერესო სტატია იყო, ყოჩაღ გამარჯვებულ გუნდს, ნამდვილად იყვნენ ღირსი. :)
0 1 6