x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ერთი , ჩავლილი წელიწადის მოგონებებიდან
მას ცოტა თუ იცნობდა .

რადგან, სკოლა ისე დაინგრა, არავის გადმოუწერია კედლიდან ის წინადადება, რაც მეოთხე კლასელმა გოგონამ საკუთარი ახირებით მიაწერა .

ეს მოხდა წლების წინ.

არც თარიღი არის შემორჩენილი .


ყველამ ნახა ვინც იმ სკოლის, იმ კლასის კედლებში აღიზარდა და შემდეგ განათლებულ ადამიანად ჩამოყალიბდა .

მეგობართა დღიურშიც მართამ იგივე დამიწერა, მაგრამ ჟამთა სიავეს არც ეს მეგობრობის დღიური შემორჩენია .

სკოლა დაანგრიეს . ახალმა პროექტმა მეტი ყურადღება დაიმსახურა, ვიდრე ახალგაზრდების განათლებამ .

მასწავლებელიც ამაოდ ჩაუვლიდა კედელზე წარწერილს და, როცა მის ტვინში რაღაც კვანძი გაიხსნა, აღმოჩნდა წარწერის ავტორი სათანადოდ უნდა დასჯილიყო . მოიგონეს სკოლის დირექციის კანონები, რომელსაც ცხრა მთას იქითაც აღარ ეწერა არსებობა . თუმცა, არც არავინ შეეცადა მის მოძიებას . უფრო მეტიც მშობელმა დიდი სიამოვნებით გატყიპა უსინდისო შვილი, რომელმაც სკოლის ადათი არარად ჩააგდო . დიდი ბოდიშებით მოიპოვა უსინდისო შვილის სკოლაში დარჩენის უფლება, თუმცა ამით არ შემსუბუქებულა სასჯელი . გოგონა 6 დღეს იდგა ჩამონგრეულ კედელთან და იხდიდა სასჯელს .

დირექტორი ამ კლასში არასოდეს შემოსულიყო და არც ამჯერად შეუწუხებია თავი საკუთარი თვალით ენახა, რის გამოც უნდა დასჯილიყო მეოთხე კლასელი მართა . გოგონა, რომელმაც ორ მერხს სკამი დაადგა და იმის გამო, რომ დამლაგებელს არ ჩამოერეცხა ძალიან მაღლა მიაწერა : არაფერი მწყურია ისე, როგორც თავისუფლება და თანაგრძნობა ...

ნაწერი, რომელიც, როგორც მოგახსენეთ, არ შემორჩენია ისტორიას ...

0
9
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გიგა დუნდუა
გიგა დუნდუა
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0