x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508580
რატომ უარყო ქალმა ამერიკის მოქალაქეობა და მოინათლა კათოლიკე ქრისტიანად ინდოეთში.(ბევრი ფოტო)
რამ აიძულა ამერიკაში, კერძოდ კალიფორნიის შტატში მცხოვრებ 41 წლის ქალბატონს Adriana Peral-ს ამერიკის მოქალაქეობაზე უარის თქმა და ჩრდილო ინდოეთის ერთ-ერთ სოფელში კათოლიკე ქრისტიანად მონათვლა?! დღევანდელი ცხოვრების წესის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ბევრ თქვენგანს აღარ გაუკვირდება, რომ ადრიანამ სოციალური ქსელის Facebook-ის მეშვეობით გაიცნო 25 წლის ინდოელი- ვინმე Mukesh Kumar-ი წინა თებერვალს და მის მიმართ გარკვეული გრძნობები გაუჩნდა, არც მუკეში დარჩენილა მის მიმართ გულგრილი და წყვილი რამდენიმე თვეში ერთმანეთს პირადად შეხვედრია და ამით უფრო განამტკიცა ურთიერთობა. სწორედ მუკეშის მიმართ სიყვარულმა აიძულა ადრიანა ეთქვა უარი ამერიკის მოქალაქეობაზე, ერთ-ერთი პარტიის თანამდებობაზე, სპორტულ დარბაზებზე, შოპინგებზე, ღამის კლუბებზე და ასე რადიკალურად შეიცვალა ცხოვრების წესი.



imageimageimage

2013 წლის ნოემბერში წყვილმა რაღა თქმა უნდა ინდური ტრადიციების მიხედვით იქორწინა და ცხოვრობს ერთად ჩრდილო ინდოეთის ერთ-ერთ სოფელში, სადაც ადრიანა ეწევა სოფლის მეურნეობას და დიასახლისობს.

image
imageimageimageimageimageimageimage

ადრიანას გადაწყვეტილებით შოკირებულმა მშობლებმა, ახლობლებმა, მეგობრებმა და საკუთარმა 25 წლის ქალიშვილმა "ლუსი კორტესმაც" კი ვერ მოახერხეს მისთვის აზრის შეცვლა. მაშასადამე ადრიანამ ყველა მიატოვა, თუმცა არ უარყოფს რომ ზოგჯერ ჩავა კიდეც შტატებში, ამჟამად კი ცხოვრობს საყვარელ მამაკაცთან ერთად და გეგმავენ საერთო შვილებიც იყოლიონ.


ადრიანა დედამთილთან ერთად:


image



ესეც ბედნიერი წყვილი:

imageimage


ადრიანა ამერიკაში ცხოვრების დროს:

image
image
image
image


12
155
16-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
155
  
2014, 16 მარტი, 21:19
ზოგი სუფთა ღორია, ბუმბულში რომ ჩააწვინო, მაინც ტალახში მიძვრება. ალბათ ასე ღორული ცხოვრება უნდოდა. ერთი კარები ნახეთ რა ბინძურია, ეგ იყო მაგისი დიასახლისობა? რომ კეკლუცობს, ვერ გაწმინდა?
2014, 16 მარტი, 16:22
ეხლა ეს ამ ქალისთვის არის გზოტიკა !? თუმცა რა ეგზოტიკა გაზის ბალონზე რომ ამზადებს საჭმელს? მიწაზე რომ აკეთებს ყავას? არ ვიცი მე უფრო მგონია რომ რაიმე ახლის შეცნობის და ნახვის სურვილი უფრო მგონია? ონასისი ქალიშვილიც რომ გათხოვდა ღარიბ რუსზე და ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობდა მოსკოვის გარეუბანში არიან ასეთი ადამიანებიც რას იზავ!
2014, 16 მარტი, 15:30
სიყვარული არა კვახი:))))))))))))
2014, 16 მარტი, 14:09
ან შვილის ტოლა ტინგიცა ბიჭი რა ჯანდაბათ უნდოდა,ჭკვიანი შემდგარი და ჩამოყალიბებული არ ჯობია
2014, 16 მარტი, 14:00
სიახლეების მოყვარულ ხალხს რა დალევს :)) მობეზრდება და დაუბრუნდება საკუთარ ფესვებს :)))
2014, 16 მარტი, 13:32
დავიჯერო აბა ამხელა ქვეყანაში ერთი ნორმალური კაცი ვერ ნახა ამას რომ არ გაკიდებოდა ჯუნგლებში ? :)
2014, 16 მარტი, 12:45
საინტერესოა, ინდოეთში თუ კათოლიკე ქრისტიანად მოინათლა ამერიკაში ცხოვრების დროს რა სარწმუნოების იყო? მე მგონი ეს უფრო ავანტიურისტია, ვიდრე შეყვარებული ქალბტონი:)
2014, 16 მარტი, 11:26
რა ვიცი თეკლა, არამგონია აქ მიჯნურ გრძნობას ჰქონდეს ადგილი, შვილის ტოლ ბიჭს გაყვა სადღაც "ჯურღმულში" და პლიუს ეგ ერთი უარესი ფაქტიც, რომ სარწმუნოება შეიცვალა, პირადად მე ჩემს მრწამსს არავისზე და არაფერზე არ გავცვლი. რა ვიცი, რა ვიცი... :(
2014, 16 მარტი, 1:19
ვაი მაგის პატრონს, გაზის ბალონი არსად დაეკარგოს. სარეცხის მანქანა მაინც ვერ წაიღო მზითევში?
2014, 15 მარტი, 23:47
სიყვარულო ძალსა შენსაო,ალბათ როგორ ძალიან შეუყვარდა რო ასეთ ადგილას და ასეთ პირობებში გადავიდა საცხოვრებლად პლიუს სარწმუნოებაც შეიცვალა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10