x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
როგორ მოვამზადოთ ირისი სახლში (უმარტივესი რეცეპტი)
image
ირისი ბევრის საყვარელი ტკბილეულია, განსაკუთრებით ბავშვებს მოსწონთ. ამიტომ, მაღაზიაში ნაყიდი გაურკვეველი წარმომავლობისა და შემადგენლობის კანფეტების ნაცვლად, გთავაზობთ მისი სახლში მომზადების უმარტივეს რეცეპტს.


დაგჭირდებათ:


არაჟანი - 500 მლ.

შაქარი - 500 გ.


თაფლი - 125 გ.


სამივე ინგრედიენტი ერთად მოვათავსოთ ქვაბში და დავდგათ ნელ ცეცხლზე. ვადუღოთ 20-25 წთ. თან განუწყვეტლივ ვურიოთ ხის კოვზით. მასა თანდათან შეიცვლის ფერს და დაიწყებს შესქელებას. იმისათვის, რომ შევამოწმოთ, მზად არის თუ არა, ერთ წვეთს ჩავაწვეთებთ ცივ წყალში, თუ წვეთი გამაგრდა და ფორმა შეინარჩუნა, ირისი მზადაა.


imageimageimage





მზა ირისს ვასხამთ ცხიმწასმულ ფორმებში (თუ ფორმები სილიკონისაა, ცხიმის წასმა არ სჭირდება). გავაგრილებთ და სურვილისამებრ დავჭრით.


0
2146
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0