x
მეტი
  • 06.12.2019
  • სტატია:97150
  • ვიდეო:344002
  • სურათი:459131
მოლდაველი გამომგონებლის იდეამ შეიძლება გადატრიალება მოახდინოს მსოფლიო ავიაციაში
image კიშინიოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა ალექსანდრე ბალანმა შესაძლოა გადატრიალება მოახდინოს მსოფლიო ავიაციაში.გამომგონებელი ამტკიცებს, რომ ფაქტიურად 100%-ით დაიცავს ავიაკატასტროფის დროს ადამიანთა სიცოცხლეს.იდეის განხორციელების შემთხვევაში-ავიაკატასტროფის დროს თვითმფრინავი აღარ აფეთქდება, ხოლო მგზავრები აღარასდროს დაიღუპებიან.

როგორც ცნობილია, თვითმფრინავის საწვავი საავაიაციო ნავთია, კატასტროფის დროს მიწასთან შეჯახების შედეგად ლაინერი ფეთქდება.

SIAAB1 2013-ასე ჰქვია ქიმიური შენაერთების სითხეს, რომელიც ავტორმა შეიმუშავა, იგი შეერევა საავიაციო საწვავს.1 ლიტრი საკმარისია 100 ლიტრზე, კატასტროფის შემთხვევაში SIAAB1 2013 საწვავს აქცევს მყარ მწვანე ფერის მასად და ნავთის აალება უკვე შეუძლებელი ხდება.image

მეორე გახლავთ სისტემა SIAAB2 2013 -ეს გახლავთ სითხის და ქაფის ჰიბრიდი, რომლის შემადგენლობაც, აგრეთვე გასაიდუმლოებულია.მეორე სისტემა უშუალოდ ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნავს, იგი სპეციალურ ტიტანის კაფსულებშია მოთავსებული, კატასტროფამდე 8 წამით ადრე კაფსულა ავტომატურად იწყებს მოქმედებას, სალონი ივსება ქაფით და მყარდება, ქმნის დამცავ გარსს მგზავრების გარშემო, რაც გარანტიას იძლევა, რომ დანარცხების შედეგად მგზავრები ტრამვას არ მიიღებენ.კატასტროფიდან 30 წამის შემდეგ ქაფი ისევ სითხედ იქცევა და საწყის მდგომარეობას უბრუნდება.სხვათა შორის ქიმიური შენაერთი არც თვალებს წვავს და არც კანს აღიზიანებს.




ალექსანდრეს გამოგონებამ ნამდვილი ფურორი გამოწვია მსოფლიოში, პირველად ჩინური ტექნიკური კორპორაცია დაინტერესდა ამ გამოგონებით და მზადაა მილიარდები გადაიხადოს, თუმცა ნატო-საც არ გამოპარვია მხედველობიდან.

ახალი გამოგონების პრეზენტაცია გაიმართება ლონდონში, ნიუ-იორკში, სიეტლში და ჩიკაგოში.

პროექტის ტესტირება კალიფორნიაში(ა.შ.შ), პოლიგონზე მოხდება, თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, უსაფრთხოების სისტემა მთელს მსოფლიოში იქნება დანერგილი, როგორც საავიაციო, აგრეთვე საავტომობილო მრეწველობაში.



7
30870
23-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
30870
  
2014, 12 სექტემბერი, 21:39
არამგონია გაამართლოს,იმხელა სიმაღლიდან რო დაასკდები მიწას,რა გამყარებული ქაფი გადაგარჩენს??? ადამიანის ორგანიზმი ვერ გაუძლებს ამხელა დარტყმას.....
2014, 16 მარტი, 17:30
ნამდვილად სასიხარულოა ასეთი სიახლეები,ღმერთმა ქნას ტესტირებამ წარმატებით ჩაიაროს.სტატიას რაც შეეხება ძალიან კარგია და ამდენი ნახვა არცერთ ჩემს მიერ ნანახ სტატიაზე არ მახსოვს ამ საიტზე :) ყოჩაღ
2014, 16 მარტი, 1:02
ვითომ მართალია?
2014, 15 მარტი, 14:26
ღმერთმა ქნას, ეგრე იყოს.... თორემ იმდენი საეჭვო რამ ხდება ამ ქვეყანაზე. უამრავი გამოგონება ეწირება ბიზნეს-ინტერესებს:(
2014, 15 მარტი, 14:23
კი თან.....ამ იდეას ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე დაუჭერენ მხარს,ძალიან ბევრს ზარალობენ ავიაკომპანიები....დეტალებში ჩაღრმავება შორს წამიყვანს
2014, 15 მარტი, 14:23
ძალიან სასიამონოა ასეთი სიახლეები.. ნეტავ თუ დანერგავენ პრაქტიკაში..
2014, 15 მარტი, 14:03
ვიდეო მქონდა ნანახი ამ გამოგონების შესახებ..ღმერთმა ქნას, ყველაფერი სიმართლე გამოდგეს და ეს გამოგონება პრაქტიკაში დაინერგოს, რამდენი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება ამ გზით.
0 1 7