x
image
worldsport.ge
ფაბრეგასი: “ყველა ტიტულის მოგება შეგვიძლია”

image“ბარსელონას” ნახევარმცველს, სესკ ფაბრეგასს სჯერა, რომ კატალონიელებს, მიმდინარე სეზონში, სამივე ტიტულის მოგება შეუძლიათ.
“მაღელვებს ის ფაქტი, რომ ბოლო დროს, “ბარსელონას” აკრიტიკებს ყველა, ვისაც არ ეზარება. მე განსხვავებული აზრი მაქვს. მიმაჩნია, რომ გუნდი თავიდან იბადება.
“ბარსელონას” ფეხბურთელები ბოლომდე იხარჯებიან. გუნდი სამივე ტურნირზე ფავორიტის სტატუსს ინარჩუნებს. ჩვენ ყველა ტიტულის მოგება შეგვიძლია.
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში “ბაიერნთან” და “რეალთან” შეხვედრა არ მინდა. თუმცა, ამ გუნდების გარდა არიან “ჩელსი”, პსჟ... იოლი თამაშები არცერთ მეტოქესთან არ გველის.” – აცხადებს ფაბრეგასი.
“ბარსელონა”, ლა ლიგაში, მე-3 ადგილზეა და ლიდერ “რეალს” 4 ქულით ჩამორჩება. კატალონიელები ესპანეთის თასზე ფინალში, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 1/4-ფინალში არიან გასულები.

მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0