x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
იპოვეთ საუკეთესო ქმარი ჰოროსკოპის მიხედვით


imageდღეს ბევრი ადამიანი აქცევს ყურადღებას ჰოროსკოპს და მისი მიხედვით ცხოვრობს. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ თუ როგორი ქმრები არიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მატარებელი კაცები.

ვერძი-ცოლებს აღმერთებენ და არსდროს აკრიტიკებენ. უყვართ ოჯახური სიმყუდროვე და ამავე დროს თავზეხელაღებული გართობა. ქალებო, თუ ქმრად ვერძს აირჩევთ, მზად იყავით ექსტრემალური გართობებისა და თავყრილობებისთვის.

კურო-იდეალური ქმარია. ის არის ვნებიანი, ყურადღებიანი და მზრუნველი. მას თან დადევს ეჭვი, რომ რაღაცაში ადანაშაულებენ. ტყუპები-მასში გაერთიანებულია ინტელექტი და გამომგონებლობა. ძალიან უყვართ სიმყუდროვე და დიდ პატივს სცემენ შვილებს. განიცდიან ცოლის მხრიდან კრიტიკას.

კირჩხიბი-სამაგალითო, რბილი ხასიათის მქონე, მეოჯახე მამაკაცია. გვიან ქორწინება, რადგან მიჯაჭვულია დედაზე.


ლომი-ძალიან ეჭვიანია და ამავე დროს, საკმაოდ სულგრძელია. უყვარს საზოგადოებაში გამოჩენა და ელიტურ საღამოებს არსდროს გამოაკლდება.

ქალწული-ავადმყოფურად უყვარს სისუფთავე, განსაკუთრებულად ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზეც. თუ ქალწულის ცოლობას გადაწყვეტთ, შეეგუეთ, რომ მთელი ცხოვრება სახლის ლაგება მოგიწევთ.

სასწორი-მამაკაც სასწორს ძალიან უყვარს თავისუფლება.

არიან მომხიბლავები და კონტაქტურები, საწოლში შეუდარებელნი. უყვართ როცა მათზე ზრუნავენ.

მორიელი-ნამდვილი პროფესიონალია სიყვარულსა და სექსში. არ უყვარს მსუბუქი ფლირტი, ყველა რომანს სულითა და გულით ეპყრობა. ტყუილს არ პატიობს, ეჭვიანი და მესაკუთრეა. მშვილდოსანი-ხშირად ბერბიჭად რჩება. კარიერას ყოველთვის ოჯახზე წინ აყენებს. ცოლმა უნდა მისცეს მაქსიმალური თავისუფლება და გაიზიაროს მისი ინტერესები.

თხის რქა-განსაკუთრებით ჩაკეტილი ნიშანია. გრძნობების რომანტიკულად გამოხატვა არ ეხერხება. მის მიერ ნათქვამი უბრალო შექებაც კი, დიდ კომპლიმენტად უნდა მიიღოთ. ისინი საიმედოები, სტაბილურები, მაგრამ ამასთანავე ძუნწები არიან.

მერწყული-ის ერთხელ და სამუდამოდ შეგიყვარებთ. მამაკაცი მერწყული ძალიან ერთგულია, ცოლს აიდიალებს.

მისთვის სიყვრული მხოლოდ ერთია, მაგრამ ცხოვრებაში მრავალი ინტერესი გააჩნია.

თევზები-ის ყველაზე მოკრძალებულია, მეუღლისგან უარყოფას ვერ გადაიტანს, ძალიან მომთხოვნი და ფაქიზია.

ისე კი, იდეალური არც მამაკაცი არსებობს და არც ქალი. მთავრია, მოვძებნოთ ისეთი მეორე ნახევარი, რომელიც ჩვენ მოგვერგება და ჩვენ მოვერგებით.


2
532
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
532
  
2014, 14 მარტი, 23:52
ქალწული :(
2014, 14 მარტი, 10:22
თხის რქა ვარ და თხის რქა შემეფერება:):):):)
0 1 2