x
image
K.P.
რატომ იდანაშაულებს თავს ანუკი არეშიძე კახი კალაძის ავტოგოლებში?

imageკახი კალაძე და ანუკი არეშიძე ერთ-ერთი პოპულარული წყვილია. კახი ფეხბურთელი, ბიზნესმენი და ახლა უკვე ენერგეტიკის მინისტრიც გახლავთ. ანუკი კი მოდელი და დიზაინერია. წყვილმა ერთმანეთი წლების წინ იტალიაში გაიცნო. დამწყები მოდელი კახის ჩააბარეს, ყურადღება მიაქციეო... წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 11 წელია, თუმცა ამას მათი ურთიერთობისათვის ხელი არ შეუშლია. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს ლევანი, კახა და ვაჩე. image

სულ ცოტა ხნის წინ ანუკიმ ერთ-ერთ გადაცემაში ყველაზე მძიმე პერიოდზე ისაუბრა. მისი მტკიცებით, ეს მაშინ იყო, როდესაც კახიმ 2 გოლი გაიტანა საკუთარ კარში. მომხდარში ანუკი საკუთარ თავს იდანაშაულებს, ვიკამათეთ და კახა ძალიან განერვიულებული შევიდა სტადიონზე, როდესაც სპორტსმენის ცოლი ხარ ასეთ სიტუაციებში მეტი მოგეთხოვებაო. ანუკის გულისტკივილი არავის გააკვირვებს, კახის ხომ ამ ორი ავტოგოლის გამო ბევრი ტალახი მოხვდა და დღემდე აქილიკებენ შეცდომის გამო.

ანუკი მზრუნველი დედაა, ბავშვების მოვლასა და სამსახურს ერთმანეთს უთავსებს. დილის 12 საათამდე სახლშია, შემდეგ სამსახურში მიდის, შინ რამდენიმე საათში ბრუნდება და მთელ საღამოს შვილებთან ერთად ატარებს. ლევანი და კახა პატარა ვაჩეზე ეჭვიანობენ, მაშინ უნდებათ ყველაფერი, როდესაც დედა 2 თვის პატარას უვლის. ვუსურვოთ ოჯახს წარმატებები და ბედნიერი მომავალი... image

1
269
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
269
  
0 1 1