x
image
worldsport.ge
„ატლეტიკო პარანაენსემ“ არენის ფული ტრანსფერს მოახმარა

imageბრაზილიურმა „ატლეტიკო პარანაენსემ“ სტადიონის რეკონსტრუქციისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილი ფეხბურთელის შესაძენად დახარჯა. საუბარია 1, 5 მილიონ რეალზე, რომელიც კურიტიბას კლუბმა „ვიტორიას“ გადაურიცხა მარჯვენა მცველ ლეოს სანაცვლოდ.
ავტორიტეტული ბრაზილიური გაზეთის Folha de Sao Paulo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას 2013 წლის 26 დეკემბერს მიაღწიეს.
„არენა და ბაიშადამ“ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის თამაშებს უნდა უმასპინძლოს, მაგრამ ჯერ მთელ რიგ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. „ატლეტიკო პარანაენსეს“ ხელმძღვანელობის განცხადებით, საგანგაშო არაფერია, რადგან სარეკონსტრუქციო სამუშაოები უახლოეს მომავალში განახლდება და 15 მაისს დასრულდება.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0