x
image
worldsport.ge
დვალს თასზე მცირე დრო დაუთმეს

imageაგდამის “ყარაბაღმა”, რომლის ღირსებასაც ჯაბა დვალი და ნიკა გელაშვილი იცავენ, აზერბაიჯანის თასის გათამაშების 1/4-ფინალის პირველ მატჩში სტუმრად “გაბალასთან” 0:0 ითამაშა.
ქართველი ფეხბურთელებიდან აგდამელთა 18-კაციან განაცხადში მხოლოდ დვალი იყო, რადგან გელაშვილი ტრავმირებულია. “დინამოდან” მიმდინარე სეზონის ბოლომდე განათხოვრებული ფორვარდი “ყარაბაღის” რიგებში მატჩის მიწურულს გამოჩნდა. 29 წლის დვალი აზერბაიჯანულ კლუბს ზამთარში შეურთდა და ჩემპიონატში 5 მატჩი ითამაშა, მაგრამ გოლი არ გაუტანია.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0