x
image
worldsport.ge
თარგამაძემ “ილიჩივეცის” დუბლებში გაიტანა

imageსაქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი დავით თარგამაძე მარიუპოლის “ილიჩივეცის” დუბლშემადგენლობაში ემზადება.
უკრაინული კლუბის დუბლებმა ორმხრივი თამაში ჩაატარეს, რომელიც 3:3 დასრულდა და თარგამაძემ ორი გოლი გაიტანა. “ილიჩივეცის” სარეზერვო გუნდში 19 წლის ზურაბ ოჩიგავამ ითამაშა, რომელიც აქამდე მარიუპოლელთა 19-წლამდელთა გუნდში გამოდიოდა.
24 წლის თარგამაძე ზამთარში რუსეთის პრემიერლიგის ეკატერინბურგის “ურალში” სეზონის ბოლომდე იჯარით უნდა გადასულიყო, მაგრამ ეს ტრანსფერი ჩაიშალა. შედეგად, ის მარიუპოლში დაბრუნდა და ჯერჯერობით დუბლშემადგენლობაში ვარჯიშობს.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0