x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134362
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?
image მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ ხვდებიან, რა სურთ ქალებს და მათი გაგება უჭირთ. სწორედ ამიტომ, ბევრი მათგანი მარტოობას ამჯობინებს.

ახალი კვლევების უმეტესობა ამტკიცებს, რომ თანამედროვე ქალისათვის უკვე სულერთია ქერა იქნება თუ შავგვრემანი, რამდენი აქვს შემოსავალი, ან რა მანქანა ჰყავს მის მეორე ნახევარს. თანამედროვე ქალისათვის მთავარია - ურთიერთგაგება! სუსტი სქესის წარმომადგენლს სწორედ ემპათია ანიჭებს ბედნიერებას.

აღნიშნული საკითხი ჰარვარდის მედიცინის სკოლის მეცნიერებმა იკვლიეს. მკვლევარებმა ის 156 წყვილი შეისწავლეს (აქედან 102 ახალგაზრდების, ხოლო 54 უფროსი ასაკის იყო), რომელთაც ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდათ, მათი 56 პროცენტი დაოჯახებული იყო.

კვლევის მონაწილეები კითხვებს პასუხობდნენ, რომელთა უმეტესობაც ეხებოდა იმას, თუ რატომ ცხოვრობენ კონკრეტულად ამ პარტნიორთან და არა სხვასთან.


შედეგი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ქალებს, რომელთა მეორე ნახევარს შეეძლო გაეგო, თუ რატომ ბრაზდება მისი პარტნიორი, ურთიერთობით კმაყოფილების მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ.

საინტერესოა, რომ ურთიერთგაგება თავად მამაკაცსაც ბედნიერებას ანიჭებს. ვისაც მეგობარი ქალის ემოციის გამოცნობა შეეძლოთ, თავად ურთიერთობით უფრო მეტად კმაყოფილები იყვნენ, ვიდრე სხვები.

0
1351
1-ს მოსწონს
ავტორი:ლექსო
ლექსო
1351
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0