x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134414
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
ნამცხვარი "ვიქტორია" ძალიან ადვილად მოსამზადებელი და გემრიელი
image
ჯემიანი ნამცხვარი „ვიქტორია“
ეს კლასიკური ბრიტანული დესერტი გახლავთ. მისი მომზადება ადვილია, გემო კი შესანიშნავი!



• 3 კვერცხი
• 175 გ დარბილებული კარაქი
• 175 გ შაქარი
• 175 გ ფქვილი
• 2/3 ჩ.კ სოდა
• „მარნეულის“ ჯემი, რომელიც გნებავთ
• 300 მლ ასათქვეფი ნაღები 33-38%



მომზადების წესი:

ღუმელი გაახურეთ 160-170 გრადუსზე. ათქვიფეთ კარაქი და შაქარი კარგად. შემდეგ სათითაოდ დაუმატეთ კვერცხები და კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ გაცრილი ფქვილი სოდასთან ერთად.
მიღებული ცომი 2-ად გაყავით და გამოაცხვეთ 2 ბისკვიტი 20-22 სმ დიამეტრის ფორმაში, რომელსაც წინასწარ ჩააფენთ საცხობ ქაღალდს. შეგიძლიათ 1 მთლიანი გამოაცხოთ და შემდეგ 2-ად გაჭრათ. მზა ბისკვიტი ჯერ ფორმაშივე გააგრილეთ 10-15 წუთი, შემდეგ კი ამოიღეთ და ბოლომდე გააციეთ.
ბისკვიტის პირველ ფენას წაუსვით ჯემი. ძალიან უხდება გახეხილი ცოცხალი შინდი, ქლიავის ჯემი... შემდეგ გადაუსვით ნაღების კრემი და დაადეთ მეორე ფენა ბისკვიტი. ზემოდან მოაფრქვიეთ შაქრის პუდრა.
ნაღების კრემისთვის უბრალოდ უნდა ათქვიფოთ კარგად გაციებული ნაღები, სანამ არ გასქელდება. შეგიძლიათ 1 ს.კ შაქრის პუდრა დაამატოთ.



გემრიელად მიირთვით!

0
1494
5-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
1494
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0