x
image
MELOMAN
სასწაულის მჯერა ! ..


imageჩემთან სტუმრად ჩამოსული იყო ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც ხეიბარი შვილი ჰყავს. ბავშვს თვალთ მხედველობა არ აქვს, არც სმენა...ხანდახან არჩევს ბგერებს, ოდნავ ესმის.. ვერ სუნთქავს, რადგან როცა დაიბადა ხელიდან გაუვარდათ და დაუზიანდა მთელი სხეული... ის ასევე ვერ დადის... 2 წლისა... რომ იცოდეთ რამხელა რწმენით მიდიოდა დედა მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებთან.. როცა სამებას მივუახლოვდი თვალებიდაან ცრემლები ნაკადით მომაწყდა.. ბავშვი ხელში მეჭირა და ვეხუტებოდი.. ყველაზე დიდი საოცრება ის იყო, რომ ბავშვმა შემომხედა და ვიგრძენი, რომ ის მხედავდა, რაც ძალიან იშვიათად ხდება.. ის ბოლომდე ბრმა არაა, ამიტომ ძალიან იშვიათად შეუძლია ვინმეს დანახვა... უფრო მეტად ამიტყდა ტირილი... ხალხმა ადგილი დამითმო და ამ ბავშიშ დედასთან ერთად 5 წუთში შევედი... ერთადერთი რასაც უფალს ვთხოვდი ამ ბავშვის ჯანმრთელობა და ფეხზე დადგომა იყო.. ერთადერთი, რასაც მთელი გულით შევთხოვდი... და საოცრება..
იმ ღამით დამესიზმრა ასეთი რამ : ეს ბავშვი ჩემი კორპუსის წინ დედას ეკავა, ფეხები ნახევრად მიწაზე ჰქონდა, ნახევრად დედას ეჭირა... როცა ბავშვმა დამინახა, ჩემკენ გამოიქცა და ამის დანახვაზე მიწაზე ჩავიკეცე და ქვითინი ამიტყდა.. როცა გავიღვიძე ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სასწაული მოხდება და ეს ბავშვი გაივლის !!! და მჯერა, რომ მალე გავიგებ ამ ბავშვის ამბავს !! გავიგებ რომ მან შეძლო და გადადგა პირველი ნაბიჯები უფალი გფარავდეთ ყველას !! ((( ჯანმრთელობაზე ძვირფასი ქვეყნად არაფერია !!!! უფალს ვთხოვ, რაც შეიძლება ნაკლები ბავშვი იტანჯებოდეს ასე..

1
85
3-ს მოსწონს
ავტორი:MELOMAN
MELOMAN
85
  
2014, 10 მარტი, 11:19
ყველა დედას ჯანმრთელი უმყოფოს შვილი უფალმა.
0 1 1