x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უცნაური სინდრომები მედიცინასა და ფსიქოლოგიაში
image1.ფეთქებადი თავის სინდრომი -
ესაა საკმაოდ უცნაური ძილის დარღვევა. არც ისე დიდი ხანია, რაც ის აღწერეს მედიცინასა და ლიტერატურაში. ამ დროს უშუალოდ ძილის სტადიაში გადასვლამდე ადამიანის თავში აღმოცენდება ინტენსიური ხმაური. ამ აფეთქებას შესაძლოა დაემატოს კაშკაშა შუქი, სუნთქვის გართულება და შიშის განცდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს დარღვევა დაკავშირებულია სტრესთან და დაძაბულობასთან. შემთხვევათა უმრავლესობაში საკმარისია კარგად დასვენება.

image2. უცხო/უცხოური აქცენტის სინდრომი - მისი სიმპტომებია: მეტყველების დარღვევა, ინტონაციის, სისწრაფისა და აქცენტის არევა, რის გამოც ადამიანის საუბარი ემსგავსება უცხოელის მეტყველებას. ამ სახის პრობლემები ძირითადად ქალა-ტვინის სერიოზული ტრამვის შემდეგ იჩენენ თავს. 1941 წლიდან ამ სინდრომის მხოლოდ 50 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათმა ნაწილმა სპეციალური თერაპიის შემდეგ გამოასწორა მეტყველება, თუმცა უმრავლესობას ეს პროვლემა მთელი სიცოცხლის განმავლობაში რჩება.

image3. ფატალური ოჯახური უძილობის სინდრომი - ერთ-ერთი უიშვიათესი განუკურნებადი დაავადება. ცნობილია ამ დაავადების 40 შემთხვევა. ადამიანს უჭირს ძილი, ძილის დრო სულ უფრო და უფრო მცირდება, იზრდება დაღლილობა, ჩნდება ჰალუცინაციები და ძლიერი თავის ტკივილები. რამდენიმე წლის შემდეგ კი ამ ყველაფერს ფატალურ შედეგამდე მივყავართ - ადამიანი "გადაიწვება" და კვდება. ამ დაავადების დროს ზიანდება ტვინის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ძილზე. დაავადება ძირითადად ვითარდება და გრძელდება 30-60 წლის ასაკში. სიმპტომების პირველი გამოვლინებიდან სიცოცხლის ხანგრძლივობა შემოიფარგლება 7-დან 36 თვემდე, რის შემდეგაც ვიღებთ ფატალურ შედეგს. ამ დავადების კლინიკურად დაფიქსირებული პირველი შემთხვევა იყო 1986 წელს.

image4. ტკივილისადმი უგრძობლობა - არსებობენ გენური მუტაციის მქონე ადამიანები, რომლებსაც "გამორთული" აქვთ ტკივილის სიგნალების გადატანის ფუნქცია. ერთი შეხედვით შესაძლოა ცხოვრება ტკივილის გარეშე მიმზიდველად გამოიყურება, თუმცა რეალურად დაავადებული განუწყვეტლივ საფრთხის წინაშეა: შესაძლოა დაიჭრას, დაიწვას და მაშინვე ვერც კი შეამჩნიოს ეს. ტკივილი არის საშიშროების, საფრთხის ინდიკატორი და გადარჩენაში გვეხმარება. ადამიანები კი რომლებიც ტკივის არ გნრძნობენ რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. განსაკუთრებით საშიშია ბავშვების შემთხვევები. იყო შემთხვევა, როცა ბავშვმა სრესით თვალები ამოიჭყლიტა ანდა ენაზე იკბინა და მთლიანად მოეკბიჩაენა. ასეთი ადამიანები გამუდმებულ მეთვალყურეობას საჭიროებენ.


image6. მებიუსის სინდრომი - თანდაყოლილი ანომალია, რომელიც მიმიკის არარსებობით ხასითდება. მიზეზი კი რამოდენიმე ნერვის არასწორი განვითარებაა. ამ დაავადების მქონე ადამიანებს არ შეუძლია სხვადასხვა ემოციების გამოხატვა. ეს დაავადება მეციდინაში მეცხრამეტე საუკუნიდან არის ცნობილი. თუმცა მისი თერაპიის საშუალებით მკურნალობა დღემდე პრაქტიკულად შეუძლებელია. მიმეზი კი უცნობია.

7.კოტარის სინდრომი (ცოცხალი გვამის სინდრომი) - ეს სინდრომი ჩნდება სუიციდისადმი ძლიერი მიდრეკილების შედეგად. მსგავსი დიაგნოზის მქონე ადამიანები წუწუნებენ, რომ მათ დაკარგეს ფაქტობრივად ყველანაირი კავშირი ცოცხალ სამყაროსთან : გემო, ლტოლვები და საკუთარი სხეულიც კი. ისინი დარწმუნებულნია რიან, რომ ისინი ადამიანები აღარ არიან. რაღაც პარადოქსული გზით, საკუთარი თავის მკვდრად აღიარება შემოდგომ აჩენს დარწმუნებულობას საკუთარ უკვდავებაში. ხანდახან ეს იმ დონემდე მიდის, რომ დაავადებულები ამტკიცებენ, რომ მათი სხეული იხრწნება.

image8.სტენდალის სინდრომი - კიდევ ერთი უცნაურიდ აავადება, რომლის დროსაც ადამიანი განიცდის ძლიერ ღელვას, კანკალს, თავბრუს ხვევასა და ჰალუცინაციებს ისეთ გარემოში მოხვედრისას, სადაც გამოფენილი დიდი რაოდენობით ხელოვნების ნიმუშები. ეს სინდრომი პირველად აღწერა სტენდალმა თავის ნაშრომში "ნეაპოლი და ფრორენცია: მოგზაურობა მილანიდან რიო დეჟანეიროში"

9.მაქციის სინდრომი - ამ დაავადების მეცნიერული სახელწოდებაა ჰიპერტრიქოზი. ამ დროს ადამიანს სხეულზე, მათ შორის სახეზეც, ეზრდება დიდი რაოდენობით თმა. სულ ცნობილია 50 შემთხვევა. უმეტესად გავრცელებულია ქალებში. 2008 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ტესტოსტერონი ანელებდა თმის ზრდის სისწრაფეს და ზოგიერთ არეში თმის გაცვენასაც უწყობდა ხელს. ასე რომ შესაძლოა ეს ფენომენი განუკურნებად დაავადებათა სიიდან მალე გაქრეს.

image10."ალისა საოცრებათ ქვეყანაში"- ს სინდრომი - ამ ნევროლოგიური აშლილობის დროს ხდება ობიექტების დამახინჯებულად აღქმა. ძირითადად ობიექთები ზომებს იცვლიან, იწელებიან, დგებიან თავდაყიდა და ა.შ.

image11.მიუნჰაუზენის სინდრომი - ამ სინდრომის მქონე ადამიანი აზვიადეს, სიმულანტობს ან ხელოვნურად იჩენს სხვადასხვა დაავადებების სიმპტომებს, რათა მიიღოს სამედიცინო მომსახურება, სრული გამოკვლევა, მკურნალობა, ჰოსპიტალიზაცია, ქირურგიული ჩარევა და ა.შ. ის ბაძავს ათასნაირ დაავადებას. დაწყებული ტიბერკულიოზით დამთავრებული გულის შეტევებით; ყლაპავს გასაღებებს, კოვზებს, ლურსმნებს - რათა იყოს ოპერაციის ჩატარების რეალური მიზეზი. იყენებს ცხოველის სისხლს, რათა სისხლდენად წრმოაჩინოს პატარა ჭრილობაც კი. შესაძლოა მიზანმიმართულად დააზიანოს საკუთარი სხეულიც კი. აღწერილია ერთი შემთხვევა, როდესაც პაციენტი იმდენად რეალურად ასახიერებდა მუცლის ტკივილებს, რომ ექიმებმა დაუყოვნებლივ გადაწყვიტეს ოპერაციის ჩატარება. სხვადასვა საავადმყოფოებში ეს ქალბატონი უკვე 40-ჯერ იყო ნაოპერაციები. ყოველ ჯერზე ექიმები გაოგნებულები რჩებოდნენ, რადგან დაავადების ვერანაირ კვალს ვერ პოულობდნენ. ეს ქალბატონი სიცოცხლსი ბოლომდე 500-ჯერ იყო ჰოსპიტალიზირებული. ამ დაავადების გამომწვემი მიზეზები სერიოზულად არ არის შესწავლილი. ზოგადი განმარტების თანახმად ძირითადი მიზეზია ყურადღების მიპყრობის, თავის მოწონების და ფსიქოლოგოირუი მხარდაჭერი მიღების მცდელობა.

image11. ალლოტროფაგია - ამ დაავადები მქონე ადამიანები ცდილობენ ჭამონ ის რაც არ იჭმევა: თიხა, ტალახი, წებო, ნახშირი და ა.შ. ეს სინდრომი ძირითადად პატარა ბავშვებში გვხვდება.


image12.პიტერ პენის სინდრომი - ამ სინდრომის მქონე ადამიანებს არ აქვთ გაზრდის სურვილი. აუხსნელი მიზეზების გამო გოგონებისთვის ეს დაავადება საერთოდ არ წარმოადგენს საფრთხეს.

ამ დაავადების მქონე ყველაზე ცნობილი ადამიანი არის მაიკს ჯექსონი.



13.იერუსალიმის სინდრომი - იშვიათი დაავადება. მას შეიძლება რელიგიური ფსიქოზიც ეწოდოს. ფსიქიკურად არამდგრად ადამიანთა ნაწილი იერუსალიმის სტუმრობის შემდეგ იწყებს ფიქროს, რომ ისინი ღმერთის მიერ გამოგზავნილი წინასწარმეტყველები არიან, ცდილობენ ჩამოაყალიბონ საკუთარი რელიგიური მიმდინარეობა და მოითხვენ, რომ ცოდვილებმა მოინანიონ ყველა ცოდვა მათ წინაშე. ხანდახან მათი ქცევა უკიდურესობამდე მიდის და საფრტყხეს უკვე გარძემომყოფთათვის წარმოადგენს. სწორედ ამ დროს ხდება იძულებითი ჰოსპიტალიზაცია. ოფიციალური მონაცემებით ყოველწლიურად იერულასიმის სანახვად ჩასულ 2 მლნ. ტურისტთა შორის საშუალოდ 100-ს უჩნდება მსგავსი აშლილობა. მსუბუქ შემთხვევაში დაავადება მთლიანად ქრება ქალაქის დატოვებიდან 2-3 კვირაში.

image14. სინესთეზია - ის მიეკუთვნება იმ უცნაურ დაავადებათა რიცხვს, რომლებიც გარკვეულ სიტუაციაში უპირატესობადაც შეიძლება მივიჩნიოთ. ამ დროს ადამიანს ერევა ერთმანეთში გრძნობათა ორგანოები. მან შეიძლლება გაიგონოს ან შეიგრძნოს ნახატი ანდა დაინახოს ხმა. მსოფლიო მოსახლეობის 5%-ს ამა თუ იმ გამოვლინებით აქვს სინესთეზია. ეს დაავადება მემკვიდრეობითია. ხშირად ვლინდება ადამიანებში, რომლებმაც დაკარგეს მხედველობა ან ხმენა. ასევე უფრო მკვეთრად გამოხატულია მხატვრებში, მუსიკოსებში და ა.შ.

15.ჭუკის სინდრომი - აუხსნელი მდგომარეობა, რომლსი დროსაც ადამიანის ქცევა იხვის ჭუკის საქციელს მოგვაგონებს. ადამიანი აღიქვამს პირველ დანახულ ობიექტს დედად.

16. ვან გოგის სინდრომი - სინდრომის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი მოითხოვს ჩაუტარდეს ოპერაცია. უარსი შემთხვევაში შესაძლოა თვითონ ჰეონდეს ამის მცდელობა.

image17.დორაინ გრეის სინდრომი - ამ სინდრომის მქონე ადამიანები ზალ-ღონეს არ იშურებენ, რათა გაახალგაზრდავდნენ. იკეთებენ დიდი რაოდენობით პლასტიკურ ოპერაციებს, იცვამენ "ასაკისთვის შეუფერებელ"ტანსაცმელს, იყენებენ დიდი რაოდენობით კოსმეტიკას და ა.შ.

18.ნაპოლეონის სინდრომი - ის შეიძლება ჩამოუყალიბდეთ დაბალი ტანის ადამიანებს, რომლებსაც ამის გამო სერიოზული კომპლექსები აწუხებთ. ამაის შედეგად კი ისინი ცდილობენ საკუთარ თავში განავითაროს სხვა მხარეები, რომებიც გადაფარავენ მათ "ნაკლს".

0
2620
4-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა ცოფურაშვილი
თამუნა ცოფურაშვილი
2620
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0