x
image
თეონა ასტამაძე
სვანეთის მთებში უცხოელი ტურისტები დაიღუპნენ

imageსვანეთის მთებში ზვავში მოყოლილი ტურისტების ცხედრებს სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზა უტარდებათ. სამძებრო სამუშაოები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საფრანგეთიდან და გერმანიიდან ჩამოსული 5 ექსტრემალი ტურისტი სოფელ უშგულში ზაგაროს მთაზე სრიალისას ჩამოწოლილ ზვავში 6 მარტს მოყვნენ. დაიღუპა ოთხი მათგანი, ერთმა ზვავიდან თავის დაღწევა შეძლო და დახმარებისთვის მაშველებს მიმართა. ორი ცხედარი იმავე დღეს მესტიაში ჩამოასვენეს, კიდევ ორ ცხედარს გუშინ მიაკვლიეს.სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ ცხედრებს სამშობლოში გადაასვენებენ.

0
31
16-ს მოსწონს
ავტორი:თეონა ასტამაძე
თეონა ასტამაძე
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0